ქუთაისში შარტავას და ზვიად გამსახურდიას ქუჩებზე  გზის საფარის განახლება მიმდინარეობს

ქუთაისში შარტავას და ზვიად გამსახურდიას ქუჩებზე გზის საფარის განახლება მიმდინარეობს

ქუთაისში შარტავას და ზვიად გამსახურდიას ქუჩებზე (ფუდმარტის მიმდებარე ტერიტორიაზე) გზის საფარის განახლება მიმდინარეობს.

აღნიშნულ ქუჩებზე ტექნიკამ დღეს დაიწყო მუშაობა,მომდევნო რამდენიმე დღეში გზის საფარი სრულად აღდგება და განახლდება. ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, ბექა ყურაშვილის განცხადებით, შარტავას და ზვიად გამსახურდიას ქუჩის მოსახლეობას დიდი ხნის განმავლობაში ამორტიზირებული ქუჩის გამო გადაადგილების პრობლემა ჰქონდა.

​,, დღეს დავიწყეთ მუშაობა ფუდმარტის მიმდებარე ტერიტორიასა და შარტავას ქუჩაზე. ახლა წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და რამდენიმე, დღეში ამ ქუჩებზე სრულიად ახალი ასფალტის საფარი დაიგება,"-განაცხადა ბექა ყურაშვილმა.
დღესვე დაიწყო ფანჯიკიძის ქუჩის მონაკვეთის მოწესრიგებაც (კინო საქართველოს მიმდებარე ტერიტორია) სადაც ასევე რამდენიმე დღეში, გზის ახალი საფარი დაიგება.

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

10 აგვისტო, 2018

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ქალაქში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციის, ამ დროისათვის შემოსულია...

ახალი სტატიები