თეა წულუკიანი: არასრულწოვანთა იძულებით გათხოვების ფაქტები თბილისშიც ბევრია და ბათუმშიც

თეა წულუკიანი: არასრულწოვანთა იძულებით გათხოვების ფაქტები თბილისშიც ბევრია და ბათუმშიც

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში მცხოვრები ქალების 17 პროცენტი 18 წლის შესრულებამდე დაქორწინდა. საქართველოში ადრეულ ასაკში ქორწინების საკანონმდებლო რეგულირება საერთაშორისო მიდგომებს შეესაბამება, თუმცა სინამდვილეში განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს. იმის გამო, რომ ადრეული ქორწინება ხშირად არ არის ოფიციალურად დარეგისტრირებული (16 წლის ასაკს მიუღწეველი პირი ოფიციალურად ვერ შეძლებს ქორწინების დარეგისტრირებას), არ არსებობს ინფორმაცია დარეგისტრირებული ქორწინებების რიცხვის შესახებ.

საქართველოში ადრეული ქორწინების პრობლემა საკმაოდ აქტუალური იყო და არის ამჟამადაც. სხვა ფაქტორებთან ერთად, იგი გენდერულ, კულტურულ, რელიგიურ, ეთნიკურ თუ რეგიონულ ფაქტორებს უკავშირდება.

ადრეულ ასაკში ქორწინება მხოლოდ კერძო პირებს შორის არსებული პრობლემა არ არის, საკითხი ბევრად მასშტაბურია და მთელი საზოგადოების წინაშე მდგარ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე სოციალურ-კულტურულ პრობლემას ასახავს. ადრეული ქორწინების პრაქტიკის სიმტკიცეს ხელს უწყობს საზოგადოებაში გავრცელებული წარმოდგენებიც, თითქოს ოჯახის საქმეებში ჩარევა მიზანშეწონილი არ არის მაშინაც კი, როცა კანონი ირღვევა.

თუმცა ის მოსაზრება, რომ ასეთი რამ მხოლოდ კონკრეტულ რეგიონებში ხდება და კონკრეტულ სოფლებში, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამის შესახებ „აიპრესთან“ ინტერვიუში იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. ინტერვიუს ვრცელ ვერსიას უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

- მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნების იძულებით გათხოვებაზე კანონმდებლობა გამკაცრდა, ეს ფაქტები მაინც ფიქსირდება. ხდება თუ არა იუსტიციის სამინისტროს მიერ აღრიცხვა, რამდენი არასრულწლოვანი გაათხოვეს ძალით. ეწევათ თუ არა იძულებით გათხოვილ არასრულწლოვან გოგოებს უფასო იურიდიული დახმარება. ამასთან, არასრულწლოვნების თუნდაც ნებით გათხოვების შემთხვევაში, ხომ არ ფიქრობთ რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მათთვის ზოგადი განათლების მიცემაზე?

- ამ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი ნაბიჯი გადავდგით ყველამ - იუსტიციამ, პარლამენტმა და სხვათაშორის, იმ ომბუდსმენმაც, რომელიც ახლა აღარ არის ომბუდსმენი და რომელმაც თავიდან არც თუ ისე ცუდად დაიწყო თავისი საქმე. ვგულისხმობ საკანონმდებლო ცვლილებებს.

პრაქტიკაში გვაქვს დიდი პრობლემა და ამ კუთხით უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. როდესაც ამგვარი ქორწინება ხდება ფაქტობრივად, როგორც წესი, ქორწინებას არ არეგისტრირებენ, რადგან იციან რომ მიიღებენ უარს და ჩვენ გადავცემთ სამართალდამცველებს ინფორმაციას. ამიტომ არ მოდიან. თუმცა, იძულებულები არიან მოვიდნენ ჩვენთან მაშინ, როცა ჩნდება ბავშვი.

როცა ჩვენ ვარეგისტრირებთ დაბადებას, იქ ვხედავთ, რომ ბავშვის ჩასახვის მომენტში მშობელი იყო არასრულწლოვანი. ასეთ საქმეებს გადავცემთ სამართალდამცველებს და იწყება გამოძიება. პრობლემა არის ის, რომ უკვე სახეზეა ოჯახი, ბავშვი და პროკურატურას თუ პოლიციას იმ მამაკაცის დევნა და შეიძლება წინასწარ პატიმრობაში მოქცევაც უწევს, რომელიც უკვე ქმარი და მამაა. ეს იწვევს თვითონ მეუღლის აგრესიას, რომელიც ახლა უკვე სრულწლოვანია და ამბობს, რომ მას სახელმწიფო ოჯახს უნგრევს და ბავშვი რჩება უმამოდ. ეს არის სერიოზული დილემა, რა უნდა გააკეთოს ამ დროს სახელმწიფომ? რა თქმა უნდა, პროკურორს აქვს დისკრეცია, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადადგას როცა სახეზეა ოჯახ, რადგან ოჯახის ნგრევის უფლება სახელმწიფოსთვის არავის მიუცია.

მე მაინც მგონია, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გზა გადის ასეთ საზოგადოებებში უფრო მეტი გახსნილობის, მეტი განათლების შეტანით. გოგონების დახმარებით, რომ თვითონ მარტივად არ დაჰყვნენ მშობლის ნებას. მარტო სისხლის სამართლის კოდექსის იმედად ვერ ვიქნებით.

არის ასეთი სტერეოტიპიც რომ ასეთი ქორწინებები ხდება ზოგიერთ რეგიონში მხოლოდ, მაგრამ მინდა გითხრათ, ასეთი ფაქტები მრავლად ხდება თბილისშიც, ბათუმშიც და შეიძლება სულაც არ იყოს ის რეგიონები, სადაც ჰგონიათ, რომ ტრადიციულად ხდება.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები