თამარ ტალიაშვილი: წერტილი დაესვა ბავშვთა ჯანსაღი კვებით სპეკულაციებს

თამარ ტალიაშვილი: წერტილი დაესვა ბავშვთა ჯანსაღი კვებით სპეკულაციებს

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციტივით, დღეს წარმომადგენლობით ორგანოში გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საბავშვო ბაღების კვებასთან დაკავშირებულ საკითხზე იმსჯელეს.

შეხვედრაში მთავრობის ადმინისტრაციის, გაეროს ბავშვთა ფონდის, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის და ბაგა-ბაღების სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე დარგის ექსპერტები და მშობლები მონაწილეობდნენ.

როგორც განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, ბაგა-ბაღების რეფორმის პროცესი გრძელდება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი კვების რაციონში ახალი სტანდარტების დანერგვაა.

"ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა, ჩვენ გადავწყვიტეთ, გვერდზე გადავდოთ პოლიტიკა და ტრიბუნა დავუთმოთ დარგის სპეციალისტებს, გაეროსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს. წერტილი დაესვა იმ სპეკულაციებს, რომლებიც ამ რეფორმის გარშემო არსებობდა. ბავშვთა ჯანსაღი კვება ჩვენთვის პრიორიტეტია. განათლების და კულტურის კომისია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს განათლების რეფორმის გარშემო მუშაობას",- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კვების ახალი სტანდარტების შესახებ პრეზენტაცია შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მარინე ბაიდაურმა წარადგინა. მისი განცხადებით, ამ დოკუმენტზე მუშაობა თითქმის წელიწადნახევარი მიმდინარეობდა და მისი შექმნის დროს მთავარი კრიტერიუმები სწორი კვების რეფორმის ორგანიზება, ასევე ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტების შემცირება იყო.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სტანდარტის მიხედვით, ბავშვთა ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს: პური და მარცვლეული; ხილი და ბოსტნეული; რძე და რძის ნაწარმი; ცილოვანი პროდუქტები.

"ეს რეკომენდაციები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და გაეროს ბავშვთა ფონდის უშუალო მონაწილეობით შემუშავდა. ახალ რაციონში გაზრდილია ხორცის და თევზის პროდუქტები, ასევე ხილის რაოდენობა, გაზრდილია მცენარეული ცხიმის ოდენობაც. შემცირებულია შაქრის და მარილის ოდენობა, ისევე როგორც ეს რეკომენდაციაში იყო. ჩვეულებრივი ჩაი ჩანაცვლდა ხილის ჩაით, რადგან ბავშვებისთვის კოფეინის მიღება არ არის რეკომენდირებული",- განაცხადა მარინე ბაიდაურმა.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის თაკო უგულავას განცხადებით კი, ბავშვის განვითარება მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული მის კვებასთან. როგორც თაკო უგულავამ განაცხადა, კვების ახალ სტანდარტებში ყურადღება გამახვილებულია ქვეყანაში კვების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაზე. მისივე თქმით, ამ რეკომენდაციის პრინციპი არის არჩევითობა. როგორც თაკო უგულავამ განაცხადა, კოფეინის შემცველობა რაციონიდან იმის გამო ამოიღეს, რომ ეს ნივთიერება რკინის და C ვიტამინის ათვისებას უშლის ხელს.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ პროცესში მონიტორინგის განხორციელება და აღსრულების სისტემის შექმნა. კერძოდ, საჭიროა შეიქმნას ორგანო, რომელიც საბავშვო ბაღებში კვების რაციონის სტანდარტების აღსრულების პროცესს დააკვირდება.

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

21 მაისი, 2018

დღეს ზაფხულის ბაშოს მე-9 დღის შეხვედრები გაიმართა . ლევან გორგაძის (191სმ, 189კგ) მეტოქე დასავლეთის მე-3 მაეგაშირა, იაპონელი დაიეშო (181სმ, წონა 162კგ) იყო. დღემდე მათ შორის შეხვედრებში ლევანს სამი გამარჯვება ჰქონდა ერთი მარცხის წილ. დღეს ლევანმა...

ახალი სტატიები