მიხეილ ჯანელიძე: ევროკავშირი კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში გვეხმარება

მიხეილ ჯანელიძე: ევროკავშირი კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში გვეხმარება
05 / 02 / 2018 21:00

"ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყველა მისი ინსტრუმენტით აგრძელებს დახმარებას, რათა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება მოხდეს",- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში განაცხადა.

"ეს იყო ძალიან წარმატებული სხდომა, სადაც ორმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ევროკავშირმა და საქართველომ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ინტეგრაციული პროცესი ევროკავშირში, რომელიც არის ძალიან კომპლექსური პროცესი პოლიტიკური, სექტორალური და სავაჭრო ინტეგრაციის მიმართულებით",-განაცხადა ბრიუსელში ვიზით მყოფმა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მიხეილ ჯანელიძემ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საბჭოს რიგით მეოთხე შეხვედრაზე განიხილეს.

"ჩვენ გასული წლიდან დავიწყეთ ძალიან აქტიური თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ეს გამოიხატა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჩამოყალიბებული, დაფუძნებული უსაფრთხოების სტრატეგიული დიალოგით, რომელზეც ჩვენ ვიმსჯელეთ საბჭოს ფარგლებში. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგზე, რომელიც არის ძალიან ამბიციური დღის წესრიგი, შემუშავებული სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. ასევე ვისაუბრეთ იმ დახმარების პაკეტზე, რომელიც მომზადდა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის. ეს არის 450 მილიონ ევრომდე დახმარება, იმისათვის, რომ საქართველომ განახორციელოს ის რეფორმები, რომელიც ჩვენ კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ევროკავშირთან ყველა მიმართულებით. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ჩვენს ამბიციაზე, რომ გავაკეთოთ იმაზე მეტი, ვიდრე ამას ჩვენგან ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, მათ შორის სექტორალური ინტეგრაციის მიმართულებით და ასევე ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი დაახლოვება მოხდეს სპეციალიზირებულ სააგენტოებთან , ევროპულ პროგრამებთან და ამან მოუტანოს კონკრეტული სარგებელი თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. რაც მთავარია დახმარება ორიენტირებული იქნება კერძო სექტორის განვითარებაზე, ბიზნესის ხელშეწყობაზე, ეკონომიკური შესაძლებლობების აღმოჩენაზე და იმ უნარების განვითარებაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელიც საჭიროა მათთვის სამუშაო ადგილების მოსაძებნად. ეს არის პრაქტიკული დახმარების ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები და პოლიტიკურ ინტეგრაციასთან ერთად თითოეული მოქალაქისთვის ეს იქნება დიდი სარგებლის მომტანი",-განმარტა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე, საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების საკითხებს. „ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საუბარი უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც რა თქმა უნდა შეეხო პირველ რიგში საქართველო-რუსეთის კონფლიქტს, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას, რომელიც ძალიან რთული და მძიმეა, როგორც ადამიანის უფლებების, ასევე უსაფრთხოების კუთხით. ევროკავშირს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ მიმართულებით. იგი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყველა მისი ინსტრუმენტით აგრძელებს დახმარებას, რათა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება მოხდეს, უზრუნველყოფილ იქნას სტაბილურობა და ასევე მეტი შესაძლებლობები ოკუპაციის ხაზით გაყოფილი საზოგადოებების გაერთიანების, შერიგებისა და ამ მიმართულებით ახალი ჩართულობის კუთხით“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დღეს ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქართულმა დელეგაციამ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება