ბახტაძე: ჩვენი სტრატეგიაა საქართველო ლოჯისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის რეგიონული ჰაბი გახდეს

ბახტაძე: ჩვენი სტრატეგიაა საქართველო ლოჯისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის რეგიონული ჰაბი გახდეს

საქართველოს მთავრობის სტრატეგიაა, ქვეყანა ფინანსების, ლოჯისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით რეგიონული ჰაბი გახდეს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სააგენტო "ბლუმბერგისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მისი განცხადებით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად, საქართველოს მთავრობას აქვს ყოვლისმომცველი გეგმა.

"რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ვიყოთ ლიდერ ქვეყანათა შორის ცნობილი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების რეიტინგებში. მაგალითად, დაახლოებით, ერთი კვირის წინ, ღია ბიუჯეტის ინდექსით, საქართველომ მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჩვენ ‘’ბიზნესის კეთების სიმარტივის” კუთხით მეცხრე ადგილს ვიკავებთ. ჩვენ, ასევე, მეცხრე ადგილს ვიკავებთ დაბალი გადასახადების კუთხით. ყველაფერი ეს გვეხმარება, რომ მოხდეს საქართველოს ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკასთან ყველაზე ეფექტური გზით. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები ჩინეთთან, ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან ძალიან გვეხმარება ამ მიმართულებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

მინისტრმა, ასევე, ისაუბრა 2017 წელს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მიღწეულ შედეგებზე.

"გასულ წელს, საქართველოს ეკონომიკის ზრდამ თითქმის 5% შეადგინა, ეს ორჯერ მეტია, ვიდრე ჩვენს სამეზობლოში. საქართველო გახდეს რეგიონული ჰაბი - ეს გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი შესაძლებლობები ამ მიმართულებით უკვე ქმნის პოზიტიურ შედეგს ჩვენი ეკონომიკისთვის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, შემდეგი სამი წლის განმავლობაში საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ლიდერი ქვეყანა გახდება მთელ ფართო რეგიონში, რომელიც 31 ქვეყანას მოიცავს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

17 ივლისი, 2018

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის...

ახალი სტატიები