კიევის სააპელაციო სასამართლომ სააკაშვილს დამატებითი დაცვის საჭიროებაზე უარი უთხრა

კიევის სააპელაციო სასამართლომ სააკაშვილს დამატებითი დაცვის საჭიროებაზე უარი უთხრა

კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს დამატებითი დაცვის საჭიროებაზე უარი ეთქვა. გადაწყვეტილება დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მიიღეს.

"ასე რომ, უკრაინაში ყოფნის სტატუსი დავკარგე. ეს პოროშენკოს მომდევნო გადაწყვეტილებაა და არა სასამართლო პროცესი ", - წერს მიხეილ სააკაშვილი Facebook- ის გვერდზე.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, კიევის ადმინისტრაციულმა სააპელაციო სასამართლომ კიევის რაიონული ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილება დააკმაყოფილა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის დამატებითი დაცვის საჭიროებაზე უარი უთხრა.

სააკაშვილის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ასეთი გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილის, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირის ექსტრადიციის საშუალებას მისცემს.


დღეს, კიევის საააპელაციო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ყოფნის კანონიერების საკითხზე იმსჯელა. თუმცა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

შეგახსენებთ, ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პრეზიდნეტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი საქართველოს მთავრობის მოთხოვნაზეა დამოკიდებული.

2015 წლის 13 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა. მას დაევალა უკრაინაში რეფორმების საკითხებში საერთაშორისო გუნდის შექმნა. მრჩეველთა საბჭოს ძირითადი ფუნქცია უკრაინის პრეზიდენტისათვის სხვადასხვა მიმართულებით რეკომენდაციებისა და რჩევების მომზადებაა.

სააკაშვილი 2015 წლის 30 მაისს დაინიშნა ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა, თუმცა 2016 წელს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან უთანხმოების გამო, თანამდებობა დატოვა. 

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

21 მაისი, 2018

დღეს ზაფხულის ბაშოს მე-9 დღის შეხვედრები გაიმართა . ლევან გორგაძის (191სმ, 189კგ) მეტოქე დასავლეთის მე-3 მაეგაშირა, იაპონელი დაიეშო (181სმ, წონა 162კგ) იყო. დღემდე მათ შორის შეხვედრებში ლევანს სამი გამარჯვება ჰქონდა ერთი მარცხის წილ. დღეს ლევანმა...

ახალი სტატიები