ბახტაძე: ჩვენი მიზანია, მსოფლიო ეკონომიკაში ქართული ეკონომიკის მაქსიმალურად ეფექტიანად ინტეგრირება

ბახტაძე: ჩვენი მიზანია, მსოფლიო ეკონომიკაში ქართული ეკონომიკის მაქსიმალურად ეფექტიანად ინტეგრირება

ჩვენი ძირითადი მიზანია, ქვეყნის ეკონომიკის მაქსიმალურად ეფექტიანად ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკაში",- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სააგენტო "ბლუმბერგისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

კითხვაზე, როგორ უწყობს ეკონომიკურ ზრდას ჩინეთთან და ევროკავშირთან ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა:

"თუ შეხედავთ 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას, ის მაღალი იყო. ჩვენი მიზანია, წელსაც რაც შეიძლება მეტად გავზარდოთ უცხოური ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს წარმატებული გამოცდილება ინვესტიციების მოზიდვის კუთხით განსაკუთრებით ენერგოსექტორში, თუმცა მოხარულები ვართ, რომ დაინტერესება დიდია ეკონომიკის ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ფინანსური სექტორი, სასტუმროების ბიზნესი, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში. დიდი დაინტერესებაა, ამერიკული, ევროპული და აზიური კომპანიების მხრიდან. მინდა აღვნიშნო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე პროექტებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტით, საქართველო ხდება მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონის სატრანსპორტო სექტორში" - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

21 მაისი, 2018

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმრივი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის...

ახალი სტატიები