გელაშვილი: რეზერვისტს შეუძლია 45 დღე წლის განმავლობაში გადაანაწილოს

გელაშვილი: რეზერვისტს შეუძლია 45 დღე წლის განმავლობაში გადაანაწილოს

თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნუკრი გელაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსხურის შესახებ“ კანონპროექტს დაამტკიცებს, უწყება მიმდინარე წელს მზად იქნება აქტიურ რეზერვში 260 რეზერვისტი მიიღოს. მისი თქმით, ტერიტორიულ რეზერვში 252, სპეციალისტების რეზერვში კი 8 რეზერვისტის მიღება იგეგმება.

კანონპროექტით, აქტიურ სარეზერვო სამსახურში რეზერვისტი წელიწადში 45 დღის განმავლობაში იქნება გამოძახებული. თუმცა, მინისტრის მოადგილის თქმით, 45 დღე რეზერვისტმა შეუძლია წლის განმავლობაში გადაანაწილოს.

„მაგალითად, პირს შეუძლია 2-2 დღის განმავლობაში, მაგალითად შაბათ- კვირას მოიხადოს ვალი, რათა გავითვალისწინოთ როგორც დასაქმებულის, ისე დამსაქმებლის ინტერესები“, - აღნიშნა ნუკრი გელაშვილმა.

მისი ინფორმაციით, აქტიური რეზერვისთვის მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

წარმოდგენილი კანონპროექტით, სამხედრო სარეზერვო სამსახური დაიყოფა 2 ძირითად სახედ - აქტიურ სარეზერვო და სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურად. აქტიური სარეზერვო სამსახური იქნება ნებაყოფლობითი, გაფორმდება კონტრაქტი 5 წლამდე ვადით, ხოლო 5 წლიანი პერიოდი ჩაითვლება შრომის საერთო სტაჟში. გაწვევის შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი. კანონპროექტის მიხედვით აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს მიეცემა ყოველთვიური შრომითი გასამრჯელო, რომელიც იქნება მისი წოდებრივი სარგოს 20%-ი, ხოლო გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში - შრომის ანაზღაურების სრული ოდენობა. აქტიური სარეზერვო სამსახური შედგება: შეიარაღებული ძალების რეზერვისგან; ტერიტორიული რეზერვისგან; სპეციალისტთა რეზერვისგან.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები