საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადება ისევ პრეზიდენტის პრეროგატივა იქნება

საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადება ისევ პრეზიდენტის პრეროგატივა იქნება
06 / 02 / 2018 16:50

საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადება მთავრობის ნაცვლად ისევ პრეზიდენტის პრეროგატივა იქნება. ამის შესახებ თავდაცვის მინისტის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა ჟურნალისტებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, სადაც „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავდნენ.

როგორც ნუკრი გელაშვილმა აღნიშნა, ამ უფლებამოსილების მთავრობისათვის გადაცემას წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებდა, თუმცა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადება ისევ პრეზიდენტის პრეროგატივა იყოს.

"შემოთავაზებული კანონპროექტით, პრეზიდენტს ჰქონდა უფლებამოსილება, რომ საომარი მდგომარეობის დროს გამოეცხადებინა მობილიზაცია. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადებას, ჩვენს მიერ შემოთავაზებული კანონპროექტით ეს უფლებამოსილება ჰქონდა მთავრობას. სწორედ ამაზე გაიმართა მსჯელობა. ეროვნულო უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა წარმოადგინა მოსაზრება, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებაში დაბრუნებულიყო კვლავ საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადება. ჩვენ ფაქტიურად ამ მოსაზრებას დავეთანხმეთ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება