ვახტანგ შაქარიშვილი: "ნაცმოძრაობა“ მეტროში დაზარალებულებით პოლიტიკურად ვაჭრობს

ვახტანგ შაქარიშვილი: "ნაცმოძრაობა“ მეტროში დაზარალებულებით პოლიტიკურად ვაჭრობს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ შაქარიშვილი „აიპრესთან“ აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მეტროსადგურ "ვარკეთილში" დაზარალებულების მდგომარეობით სპეკულირებს.

მისივე თქმით, "ვარკეთილში" დაზარალებული პირებისთვის გამოყოფილია სოციალური აგენტი, რომელი მათ ინფორმაციას მიაწვდის.

ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ მათ ნებისმიერ კლინიკაში შეუძლიათ მივიდნენ, ჩაიტარონ დამატებითი პროცედურები, შემდეგ კი ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე კლინიკა გადააგზავნის ინფორმაციას მერიაში და მოხდება ამ ხარჯების ანაზღაურება, რადგან „ვარკეთილის“ მეტროში დაზარალებულებზე სრული პასუხისმგებლობა სახელმწიფომ აიღო.

"სამწუხაროდ "ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ სცადა უნიჭო პოლიტიკური წარმოდგენის გამართვა და შეეცადა ამაში ჩაერთო მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარი ინციდენტის დროს დაზარალებული ადამიანები. მათ ერთი მიზანი ამოძრავებთ, ამ ადამინების მდგომარეობის ვაჭრობით პოლიტიკური ქულები ჩაეწერა. რა თქმა უნდა, ამ წარმოდგენაში ჩენ მონაწილეობას ვერ მივიღებდით. შეხვედრის ძალიან მოკლე წარმოდგენის შემდეგ.

ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებდით ინფორმაციას, როგორც მერიის ჯანდაცვის სამსახურისგან, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსგან პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გვქონდა სრული პასუხისმგებლობით მოწოდებული ინფორმაცია, რომ არცერთი თეთრი, არცერთ პაციენტს სამკურნალო დაწესებულებაში არ გადაუხდია.

ეს დაგვიდასტურეს დაზარალებულებმაც, ბატონმა გიორგიმ და ქალბატონმა რუსუდანმაც. საუბარი იყო კლინიკად გამოწერის შემდეგ გარკვეულ სარეაბილიტაციო მკურნალობის პროცედურებზე, დამატებით გამოკვლევებზე, რაზეც მათ განგვიცხადეს, რომ არ მიუმართავთ არც ჯანდაცვისთვის, არც მერიისთვის. რატომ ადანაშაულებენ შესაბამის სამსახურებს უყურადღებობაში თუ მათ რეალურად ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, გაუგებარია", - განაცხადა "აიპრესთან" ვახტანგ შაქარიშვილმა. 

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები