ინაშვილი: უგულავა რომ მედიის თავისუფლებაზე ისაუბრებს "იმედზე", ეტყობა, რაღაცა მეშლება

ინაშვილი: უგულავა რომ მედიის თავისუფლებაზე ისაუბრებს "იმედზე", ეტყობა, რაღაცა მეშლება

"უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ. უგულავას და ბოკერიას, რომელთა უშუალო ორგანიზებით და მონაწილეობითაც სასტიკად დაარბიეს ტელეკომპანია "იმედი", რეკლამირებას და მორალურ რეანიმაციას უწევს კვლავ ტელეკომპანია "იმედი", - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"უგულავა რომ მედიის თავისუფლებაზე ისაუბრებს, ეტყობა, რაღაცა მეშლება... და "იმედი" თავის დროზე ჩემნაირების დარბეულია. არც ბოკერიაა შუაში და არც უგულავა. ეს განურჩევლობა, ეს ვითომ წარსულის მივიწყების მცდელობა, ეს ახალი ტიპის კოჰაბიტაცია, ეს ღალატი, საბედისწერო ფინალით დასრულდება დღევანდელი ხელისუფლებისთვის. მანამდე განაგრძონ ჩახუტება ბოკერიასა და უგულავასთან. ეს მათი არჩევანია.

სამწუხაროდ, საზოგადოება ისეთი ატროფირებულია, ისეა ხელჩაქნეული, რომ მძაფრი რეაქცია აღარც უგულავაზე აქვთ და არც ციხის ჯალათებს დღევანდელი გასამართლება იპყრობს მედიის ყურადღებას. ამაზე, სწორედ ჩვენი მეხსიერების დაღლაზეა გათვლილი ბოკერია-უგულავას პოლიტიკური ჯგუფის პოლიტიკური მიზნები. დაიღლებიან, დაავიწყდებათ ჩვენი ბოროტი საქმეები, შეგვეგუებიან და ბოლოს... ბოლოს მოვალთ ხელისუფლებაში. აი, სწორედ აქ ვერ მოვლენ, მაგრამ ამ მცდელობისას მორიგჯერ დააზიანებენ ქვეყანას. ეს მათი პროფესიაა უკვე", - წერს ირმა ინაშვილი facebook-ში.

კილაძე: ნარკოპოლიტიკამ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესები უნდა დააბალანსოს

კილაძე: ნარკოპოლიტიკამ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესები უნდა დააბალანსოს

21 მაისი, 2018

ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. "უნდა შევეცადოთ ისეთი ნარკოპოლიტიკა გვქონდეს, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებს...

ახალი სტატიები