პრემიერი: თსუ-ს იუბილე UNESCO-ს ეგიდით ტარდება და 147 ქვეყნიდან ჩამოვა დელეგაცია

პრემიერი: თსუ-ს იუბილე UNESCO-ს ეგიდით ტარდება და 147 ქვეყნიდან ჩამოვა დელეგაცია
07 / 02 / 2018 10:54

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთვრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ისაუბრა.


მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს იუბილე UNESCO-ს ეგიდით ტარდება.

„წელს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენთვის ყველაზე საამაყო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს. ეს საქართველოსთვის არ გახლდათ მხოლოდ საგანმანათლებლო ინსტიტუტი, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული კერა, ასევე ეროვნული მუხტის და ეროვნული თვითმყოფადობის შემანარჩუნებელი ინსტიტუცია, რომელმაც თაობები გაზარდა საქართველოში, ის თაობები, რომლებმაც შეინარჩუნეს ის ეროვნული მუხტი, რომელმაც დღეს ჩვენ მოგვიტანა დამოუკიდებელი ქვეყანა და სწორედ ამ უნივერსიტეტის კერაზე გაიზარდა არაერთი სასიქადულო მამულიშვილი, რომელმაც საქართველოს სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანა.

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი უნივერსიტეტით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ UNESCO-ს ეგიდით ტარდება ეს იუბილე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 147 ქვეყნიდან ჩამოვა წარმომადგენლობა, დელეგაციები, როგორც სამეცნიერო წრეებიდან, ასევე სხვადასხვა ხელისუფლების წარმომადგენლები, და ჩვენთან ერთად იზეიმებენ ამ უდიდესი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება