ელისაშვილი: კალაძის ზოგიერთი "სელფი" ისეთი სასაცილო იყო, ვფიქრობდი, როგორ არ ეუხერხულა-თქო

ელისაშვილი: კალაძის ზოგიერთი "სელფი" ისეთი სასაცილო იყო, ვფიქრობდი, როგორ არ ეუხერხულა-თქო

"კახა კალაძიეს მერობის 3 თვის მანძილზე "სელფების" კეკლუცობის გარდა მე ვერაფერი ვერ ვნახე და მიწისქვეშა გადასასვლელის გარეცხვის გარდა", - ამის შესახებ თბილისის მერობის ყოფილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილი გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. 

"3 თვე საკმარისია იმისთვის, რომ ტენდენციები გამოიკვეთოს და ამის შემდეგ კარგზეც ლაპარაკობენ და ცუდზეც.

"სელფების" კეკლუცობის გარდა მე ვერაფერი ვერ ვნახე და მიწისქვეშა გადასასვლელის გარეცხვის გარდა. ზონალური საბჭოს გაუქმება კარგი იყო, მაგრამ დანარჩენი რაც ხდება, ის ყველაფერი აჩვენებს, რომ ის ზონალური საბჭოს გაუქმება იყო აბსოლუტურად ჰაერზე გაკეთებული პიარ ნაბიჯი.

არცერთი იმ მიმართულებით სადაც ქალაქს უჭირს ნაბიჯი არ გადადგმულა. ეს არის ქაოტური მშენებლობები, ასევე შხამიანი ჰაერი, ასევეა ეს ჩამთხლევებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შხამიანი ჰაერი, რომელიც უბრალოდ კლავს. რამე გაკეთდა? რეკრეაციულ ტერიტორიებზე რამე ტენდენცია გამოიკვეთა? არა!

ზოგიერთი "სელფი" ისეთი სასაცილო იყო, ამის გაკეთება როგორ არ ეუხერხულა-თქო, ამაზე ვფიქრობდი. გენგეგმსთა ბრძოლა ეს არის მავნებლობა", - განაცხადა ელისაშვილმა.

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

21 მაისი, 2018

დღეს ზაფხულის ბაშოს მე-9 დღის შეხვედრები გაიმართა . ლევან გორგაძის (191სმ, 189კგ) მეტოქე დასავლეთის მე-3 მაეგაშირა, იაპონელი დაიეშო (181სმ, წონა 162კგ) იყო. დღემდე მათ შორის შეხვედრებში ლევანს სამი გამარჯვება ჰქონდა ერთი მარცხის წილ. დღეს ლევანმა...

ახალი სტატიები