პანკისის ხეობის საჯარო სკოლები 100-ზე მეტმა მოსწავლემ დატოვა

პანკისის ხეობის საჯარო სკოლები 100-ზე მეტმა მოსწავლემ დატოვა
07 / 02 / 2018 18:11

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პანკისის ხეობის საჯარო სკოლები 100-ზე მეტმა მოსწავლემ დატოვა, მათ შორის სოფელ დუმასტურსა და ომალოში 60, დუისიში 43, ხოლო ჯოყოლოსა და ბირკიანში 26 მოსწავლე აღარ ესწრება გაკვეთილებს. სკოლების დირექტორთა თქმით, ბავშვების სკოლიდან გაყვანის მთავარ მიზეზად მშობლები ხეობაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონს ასახელებენ.

"ჩვენი სკოლიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში 34 მოსწავლე წავიდა, მათი უმეტესობა მშობლებმა საზღვარგარეთ წაიყვანეს. მასობრივი მიგრაციის ძირითად მიზეზად ოჯახები რთულ ეკონომიკურ ვითარებას და უმუშევრობის მაღალ დონეს ასახელებენ. მიგრაციის ასე გააქტიურებას, ვფიქრობ, ხელი ვიზალიბერალიზაციამაც შეუწყო. მთლიანობაში ეს არასასიამოვნო ტენდენციაა პანკისის ხეობისათვის,“ - აცხადებს დუმასტურის საჯარო სკოლის დირექტორი, რუსუდან ბორჩაშვილი.

ხეობაში ადგილობრივები აქტიურად საუბრობენ მოსახლეობის მასობრივ გადინებაზე და ამ ფაქტს სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან. მათი თქმით, ხეობიდან მოსახლეობის, ძირითადად კი ახალგაზრდების გადინება ეკონომიკური ფაქტორების გარდა, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან და 26 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციასთანაც არის კავშირში. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდები დაუცველად გრძნობენ თავს და ქვეყანას ტოვებენ.

ხეობაში დაწყებულ მიგრაციაზე საუბრობს ახმეტის მერის წარმომადგენელი დუისში, თამარ მარგოშვილი.

"სამწუხარო ტენდენციაა ნამდვილად, ამას ხელი შეუწყო უვიზო მიმოსვლამ, ასევე რთულმა სოციალურმა მდგომარეობამ, რომელიც ხეობაშია. ჩემი ინფორმაციით, თებერვლის ბოლომდე მხოლოდ სოფელ დუისიდან კიდევ 10-მდე ოჯახი აპირებს გამგზავრებას.“ - განაცხადა თამარ მარგოშვილმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება