2017 წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზმნით 110 000 ჰექტარი ფართობი დამუშავდა

2017 წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზმნით 110 000 ჰექტარი ფართობი დამუშავდა
07 / 02 / 2018 18:43

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ახორციელებს განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებებს, რაც უზრუნველყოფს სასოფლო- სამეურნეო კულტურების დაცვას, მწვანე საფარის შენარჩუნებას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.

ამ მიზნით, 2017 წელს სახელმწიფო მიზნობრივი ქვეპროგრამის “მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა” ფარგლებში, სააგენტომ ინვაზიური მავნებლის - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პარალელურად, განახორციელა ღონისძიებები სხვა მავნებლებთან ბრძოლის მიზნით.

2017 წელს დამუშავდა: 110 000 ჰექტარი -აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო, 15 107 ჰექტარი-იტალიური და მაროკოული კალიების საწინააღმდეგოდ, 1050 ჰექტარი-ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ, 900 ჰექტარი-ბზის ალურას საწინააღმდეგოდ, ტრანსმისიური დაავადებების გადამტანი მწერების (კოღოების) საწინააღდეგოდ -1005 ჰექტარი ფართობი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბოლო წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა იტალიური კალიის და ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების არეალი და მათი უარყოფითი ზემოქმედება სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე. თუკი 2012 წელს ამერიკული თეთრი პეპლის მასობრივი გავრცელების დროს, სახელმწიფოს მიერ დამუშავდა 43 281 ჰა, 2017 წელს მხოლოდ 1050 ჰექტრის დამუშავება გახდა საჭირო, ხოლო 2014 წელს იტალიური კალიის საწინააღმდეგოდ დამუშავებული ფართობების ოდენობა 49 874, 2017 წელს 15 107 ჰექტრამდეა შემცირებული.
 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება