ფინანსთა სამინისტრო: საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს "ბადაგონის" სათაო ოფისში და არა საწარმოებში

ფინანსთა სამინისტრო: საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს "ბადაგონის" სათაო ოფისში და არა საწარმოებში

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე კომპანია ,,ბადაგონის“ საქმესთან დაკავშირებით, დამატებით განმარტებას აკეთებს.

"საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს შპს ,,ბადაგონის“ სათაო ოფისში და არა უშულოდ საწარმოებში. შესაბამისად, აღნიშნული საგამოძიებო ღონისძიებები ხელს არ უშლის წარმოების პროცესის მიმდინარეობას.
ამ ეტაპზე, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ხორციელდება კონკრეტული გარემოებების შესწავლის და დადგენისთვის საჭირო დოკუმენტების და ელექტრონული ინფორმაციის ამოღება, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს წარმოების შეჩერებასთან.
აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო სამსახური უფლებამოსილია კომპანიას მიაწოდოს ყველა ამოღებული დოკუმენტის ასლი", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები