ჩუგოშვილი: პარლამენტს ყავს თავის ჩემპიონები, ეთერ სვიანიძე 50 წელია პარლამენტს ემსახურება

ჩუგოშვილი: პარლამენტს ყავს თავის ჩემპიონები, ეთერ სვიანიძე 50 წელია პარლამენტს ემსახურება
07 / 02 / 2018 19:46

დეპუტატებმა საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ეთერ სვიანაიძეს პარლამენტში მოღვაწეობის 50 წლის იუბილე მიულოცეს


„პარლამენტს ყავს თავის ჩემპიონები, მათ შორის, პარლამენტის აპარატში“, - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ეთერ სვიანაიძეს პარლამენტში მუშაობის 50 წლის საიუბილეო თარიღი, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე მიულოცა.

„პარლამენტს ყავს თავის ჩემპიონები, მათ შორის, პარლამენტის აპარატში. გუშინ 50 წელი გახდა, რაც ქალბატონი ეთერ სვიანაიძე საქართველოს პარლამენტს ემსახურება. მე მინდა მივულოცო მას. მას ყველა ტიპის ორდენი და ყველა ტიპის ჯილდო აქვს. ის ღირსებით სავსე ქალბატონია და მე არ შემიძლია განსაკუთრებული მადლიერება არ გამოვხატო. 

არ არის მარტივი, როდესაც 50 წელი ემსახურები ინსტიტუტს, სახელმწიფოს, საჯარო ინტერესს და მე მინდა მას და მისი სახით ყველა იმ ადამიანს მივულოცო, ვინც ასე ერთგულად ემსახურება საჯარო ინტერესს. ყველა თქვენთაგანის სახელით ვულოცავ მას და ჩვენს თავსაც, ვისაც გვყავს ასეთი ღირსეული ქალბატონი. გილოცავთ ქალბატონო ეთერ!“,-განაცხადა ეკა ბესელიამ. საიუბილეო თარიღი პარლამენტის აპარატის ღვაწლმოსილ თანამშრომელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმაც მიულოცა და გაწეული შრომისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.



„მინდა შევუერთდე ამ მადლობებს ქალბატონი ეთერ სვიანაიძის მიმართ, იმ შრომისა და თავდადებისთვის, რომელიც მან ათწლეულების განმავლობაში ჩადო საქართველოს პარლამენტში და ქალბატონი ეთერის სახით მადლობა ვუთხრა ყველა იმ თანამშრომელს, ვისზეც წლების და ათწლეულების განმავლობაში იდგა ეს ინსტიტუტი. ძალიან დიდი მადლობა თქვენი თავდადებისთვის“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება