ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა 17 თვეში დასრულდება

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა 17 თვეში დასრულდება

2018 წლის 7 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განიხილა სახელმწიფო მნიშვნელობის, ზემო იმერეთისა და ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხი. აღნიშნული პროექტის 55 კილომეტრიანი გზის მშენებლობა დაწყებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 

"სამუშაო მიმდინარეობს შემდეგი მიმართულებით: გზის საწყისი წერტილი სარეკი-საჩხერე, ქვემო ხევი-უზუმთა-შქმერი-უშოლთა-ბოყვა-ზუდალი. აღიშნული პროექტი რეგიონის თითოეულ მცხოვრებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს დედაქალაქთან კავშირს . საჩხერე - ონის საავტომობილო გზის პროექტის დასრულება იგეგმება17 თვეში. ასევე განხილული იქნა: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე, მდ. ჩვეშურაზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა. ხიდი 32 მეტრის სიგრძის და 7 მეტრი სიგანის იქნება , არსებული ხიდის დემონტაჟი მოხდება მას შემდეგ, რაც ახალი ხიდი შევა ექსპლუატაციაში. ხიდის მშენებლობის დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის ბოლოს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი - ემზარ საბანაძე, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - შუქურა ჯაფარიძე და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

10 აგვისტო, 2018

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ქალაქში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციის, ამ დროისათვის შემოსულია...

ახალი სტატიები