ნინო წილოსანი: მე ვამაყობ იმით რომ ბადრი წილოსანის შვილი ვარ!

ნინო წილოსანი: მე ვამაყობ იმით რომ ბადრი წილოსანის შვილი ვარ!
08 / 02 / 2018 13:04


"იქნებ იმაზეც გვესაუბრა, როგორ აშენებდა ამის პარალელურად ბადრი წილოსანი რუსთავში ახალ ვაგონმშენებელ ქარხანას. ნულიდან, წვალებით და ამ საქმისთვის თავგადადებული ხალხის გვერდით დგომით... ბევრს იცნობთ ისეთ ადამიანს, წარმოებაზე თავგადაკლულებს, ერთი თეთრიც რომ სახელმწიფო დახმარება არ მიუღია?! მამაა და სუბიექტური ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ ობიექტურად ნამდვილად არ ვიცნობ მისნაირ შრომისმოყვარე, საქმისთვის თავდადებულ და პატრიოტ ადამიანებს. მე ვამაყობ იმით რომ ბადრი წილოსანის შვილი ვარ!

ამასთანავე მზად ვარ დეტალურად, საბუთებით დავადასტურო კონკრეტული ფაქტები: 1. წილის ციხეში გადაფორმება 2. ქარხნის თ.ჯ. თრეიდზე პირდაპირი მიყიდვის საბუთი 3. ავთანდილ საყვარელიძის ხელმძღვანელობით (ამ პერიოდში თავმჯდომარეობდა ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს) ქარხნის 73 მილიონით გაკოტრებამდე მიყვანის საბუთები...და არა მარტო ეს!

რაც შეეხება 45 თუ 65 მილიონის დავას (ორივე რიცხვმა გაიჟღერა აგორებული შავი პიარ კამპანიის დროს, რატომღაც ერთ რიცხვზე ვერ შეჯერდნენ), ვფიქრობდი სასამართლო გადაწყვეტილებას დავლოდებოდი, მაგრამ, ვინაიდან ვნებათაღელვა არ წყდება, დაინტერესებულ პირებს, კომპანია სთავაზობს საქმის საჯარო მედია განხილვას, საბუთებით და მყარი არგუმენტებით. ყველაზე რთული იმ ბრალდებების მოსმენაა, რომელშიც არათუ დამნაშავე ხარ, არამედ დაზარალებული... თუ მხოლოდ ცილისწამება არ არის შენი მიზანი, მაშინ გაარკვიე სიმართლე",- წერს წილოსანი.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება