რეზო სოხაძე: საკრებულო მხარს დაუჭერს კალაძის ინიციატივას K3 კოეფიციენტის გამკაცრებაზე

რეზო სოხაძე: საკრებულო მხარს დაუჭერს კალაძის ინიციატივას K3 კოეფიციენტის გამკაცრებაზე

ვისაც მშენებლობის ნებართვის მიღება სურს, დენდროლოგიური პროექტის მომზადება დაევალება, ამ ინიციატივის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე, თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც "აიპრესთან" თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავჯდომარემ, რეზო სოხაძემ განაცხადა, თბილისის მერის ინიციატივას საკრებულო მხარს დაუჭერს.

მისი თქმით, K3 კოეფიციენტი ბოლო წლების განმავლობაში სიმბოლურ ხასიათს ატარებდა.

"თბილისის მერია აგრძელებს ჩვენს წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას. ეს საკითხიც ერთ-ერთი მათგანია. K3 კოეფიციენტი ბოლო წლების განმავლობაში სიმბოლურ ხასიათს ატარებდა, იცით რომ ეს არის გამწვანების კოეფიციენტი, თუ რა ფართობზე უნდა იყოს მწვანე ნარგავები ამათუიმ მიწის ნაკვეთზე შენობების აშენების დროს. სამწუხაროდ ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ამ კუთხით გამკაცრდება მიდგომები. ცალკე პროექტი უნდა დენდროლოგიური პროექტი (გამწვანების პროექტი)შედგეს, რაც ისეთივე მნიშვნელობის პროექტი იქნება, როგორც თვითონ არქიტექტურული პროექტი და ექსპლუატაციაში მირების დროსაც გათვალისიწინებული იქება რამდენად არის გათვალისწინებული K3 კოეფიციენტის მოთხოვნა. მე ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია და საკრებულო აუცილებლად მხარს დაუჭერს მერიის ამ ინიციატივას", - განაცხადა რეზო სოხაძემ.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები