ზოიძე: ნარკოპოლიტიკის ეფექტურობისთვის საჭიროა ზღვარის გავლება მოხმარებას და გასაღებას შორის

ზოიძე: ნარკოპოლიტიკის ეფექტურობისთვის საჭიროა ზღვარის გავლება მოხმარებას და გასაღებას შორის
08 / 02 / 2018 18:51

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით კანონპროექტზე საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში მუშაობა მიმდინარეობს.

„პრემიერის დავალებით არჩილ თალაკვაძე უკეთებს ამას კოორდინაციას, ხვდება სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს, ხდება პოზიციების შეჯერება“, - აღნიშნა ზოიძემ.

ზოიძე ფიქრობს, რომ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდება და 10 დღის განმავლობაში ფართო საზოგადოებრივი განხილვები დაიწყება. ამის შემდეგ კი, კანონპროექტი ჯერ იურიდიულ კომიტეტზე გავა, შემდეგ კი, პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატის თქმით, კანონპროექტის პრინციპზე ყველა თანხმდება, რომ ნარკომომხმარებელი სისხლისსამართლებრივად არ უნდა დაისაჯოს, ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების მიმართ კი, მკაცრი დამოკიდებულება იყოს.

„კანონპროექტში რა თქმა უნდა შევა ცვლილებები, თუმცა პრინციპებს ყველა ეთანხმება. ამ პრინციპების მიხედვით ხდება პოზიციების შეჯერება.

თითოეულ ნიუანსს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზღვარი სად გაივლება მოხმარებას და გასაღებას შორის, რა არის ოდენობა, რომელზეც ვიტყვით, რომ ეს იყო პირადი მოხმარების და არა გასაღება- გავრცელების მიზნით.

ასევე საუბარია გადარწმუნების კომისიაზე, რა ინსტრუმენტები ექნება მას, როგორ შესთავაზებენ ნარკომომხმარებელს მკურნალობას, რეაბილიტაციას და თუ ამაზე არ დათანხმდება, იძულების რა მექანიზმები შეიძლება ამ შემთხვევაში რომ დავუტოვოთ. არის მთელი რიგი სხვა ნიუანსები, მაგალითად ახალი სერვისების განვითარებას რამდენ დრო და თანხა დაჭირდება. ამ თემებზე შევჯერდებით და აუცილებლად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანაში ნარკომოხმარებას შეამცირებს, ეს არის ამოცანა“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ „აიპრესთან“ საუბრისას.

ზოიძე ფიქრობს, რომ ეფექტური ნარკოპოლიტიკისთვის საჭირო სერვისების მომზადებას 1 წელი დასჭირდება.

„პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, 273-ე მუხლი (ნარკოტიკების უკანონო მოხმარება) როდის გაუქმდება, რადგან ამ მუხლით ციხეში მხოლოდ 4 ადამიანი ზის. აქ პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ზღვარის გავლებას მოხმარებას და გასაღებას შორის, ანუ, 260-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გასაღება) დღეს ციხეში 2 000-მდე ადამიანი ზის, რომლებიც საპატიმროში რეალურად არიან არა იმის გამო, რომ ასაღებდნენ, არამედ იმის გამო, რომ მოიხმარდნენ, საკუთარი მოხმარებისთვის. მცირე ოდენობა არ არის განსაზრული, ავტომატურად პირადი მოხმარება გაუტოლდა დიდი ოდენობით ფლობას და გასაღებას“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება