მერაბ კვირიკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 19 მარტს ჩაინიშნა

მერაბ კვირიკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 19 მარტს ჩაინიშნა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილოს საქმის დღევანდელი არსებითი განხილვა დასრულდა.


ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიაში ბრალდებული მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატი სასამართლოსგან მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლებას ელოდება.

2016 წელს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, მორაგბის მეუღლე, ასევე 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, ნუცა კალანდარია და მათი მეგობარი ანი ჩხაიძე ემსხვერპლნენ.

კვირიკაშვილის ადვოკატის ნუგზარ კვინიკაძის თქმით, ექსპერტიზის დასკვნით, ავარიაში მორაგბე ბრალდებული არ არის.

კვორიკაშვილის ადვოკატის განცხადებითვე საქმეში მესამე ავტომობილი ფიგურირებს, რომელმაც მოძრაობის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა.

დაცვის მხარე ასევე სასამართლო პროცესზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტების დაკითხვას ითხოვდა, რისი შუამდგომლობაც მოსამართლე მურთაზ კაპანაძემ დააკმაყოფილა.

როგორც საქმის პროკურორი გივი შენგელია ამბობს, სასამართლომ მორაგბის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს.

მერაბ კვირიკაშვილს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6 წლიდან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქმეზე მორიგი პროცესი მიმდინარე წლის 19 მარტს არის ჩანიშნული.

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

10 აგვისტო, 2018

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ქალაქში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციის, ამ დროისათვის შემოსულია...

ახალი სტატიები