ზოიძე "ქართული მარშის" ინიციატივაზე: ნარკოტიკების გამსაღებლებზე კანონის გამკაცრებას მივესალმები

ზოიძე "ქართული მარშის" ინიციატივაზე: ნარკოტიკების გამსაღებლებზე კანონის გამკაცრებას მივესალმები

„ქართულმა მარში“ პარლამენტს ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლებზე კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით მიმართავს. მათ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირეს, რომელიც ნარკოტიკების გამსაღებლებზე უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ამასთან დაკავშირებით „აიპრესი“ ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ესაუბრა.

აკაკი ზოიძე ნარკოტიკების გამსაღებლებზე კანონმდებლობის გამკცარებას ეხმრობა, თუმცა ამბობს, რომ „ქართული მარშის“ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით დეტალებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს.

„როდესაც მაღალი სტანდარტია და ვიდეო გადაღებით არის დამკტიცებული, რომ ნამდვილად ნარკოტიკების გამსაღებელია და არ არის მხოლოდ ფლობა-შენახვა, როგორც დღეს არის.... გამსაღებლებზე თავიდან ბოლომდე ვეთანხმები იმას, რომ კანონი იყოს გამკაცრებული.

კონკრეტულ საკანონმდებლო წინადადების დეტალებზე ვერაფერს გეტყვით. გამსაღებლებზე კანონის გამკაცრების მიდგომას მივესალმები, ეს დიდ ოდენობაზე იქნება, მცირე ოდენობაზე, თუ სად გაივლება ზღვარი დიდ ოდენობასა და მცირე ოდენობას შორის, ეს უკვე განსახილველი საკითხებია“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ „აიპრესთან“. 

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები