ხულოს მუნიციპალიტეტის მერს 3 ნაცვლად ორი მოადგილე ეყოლება

ხულოს მუნიციპალიტეტის მერს 3 ნაცვლად ორი მოადგილე ეყოლება

ხულოს მუნიციპალიტეტის მერს ყოფილი გამგებლისგან განსხვავებით სამი მოადგილის ნაცვლად ორი ეყოლება. ამის შესახებ "აიპრესს" ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ განუცხადა.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით სამი მოადგილის ყოლის აუცილებლობას ვეღარ ხედავს, რადგან ის გამოწვევა რაც მუნიციპალიტეტს ქონდა ამ ეტაპისათვის უკვე დაძლეული აქვს. ის თუ რამდენად გაამართლებს აღნიშნული გადაწყვეტილება მერის თქმით ამას დრო და გაკეთებული საქმე გვიჩვენებს.

"მოადგილეებთან დაკავშირებით ჩამოვყალიბედით და გადავწყვიტეთ, რომ მუნიციპალიტეტის მერიაში  სამის ნაცვლად  2 მოადგილე იქნება. ამ ეტაპზე შევჯერდით, რომ უნდა გავაძლიეროთ სამსახურები და უშუალოდ შემსრულებელ როლზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, ამიტომ ერთ-ერთ ხელმძღვანელი თნამდებობა შეიკვეცა. ერთი მოადგილე უკვე დანიშნული გვყავს, რაც შეეხება მეორე მოადგილეს კანდიდატი შერჩეულია , რამდენიმე დღეში მოხდება მისი ოფიციალურად წარდგენა, რის შემდეგ ის ჩაერთვება მერიის საქმიანობაში", - განაცხადა გოჩა მელაძემ. 

ხულოს მოქმედი მერი წინამორმბედის გადაწყვეტილებას იწონებს და ამბობს, რომ იმ პერიოში მუნიციპალიტეტს ჭირდებოდა 3 მოადგილე. 

"მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ჰესების მშენებლობა, ამ დროს ალბათ 5 მოადგილეც რომ ყოფილიყო არ იქნებოდა ზედმეტი, ამ ეტაპისათვის მუნიციპლიტეტს ეს გამოწვევა დაძლეული აქვს და გადავედით ახალ ეტაპზე. რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება ამას დრო და გაკეთებული საქმეები აჩვენებს", - განაცხადა "აიპრესთან" გოჩა მელაძემ.

შეგახსენებთ ხულოს მერის ერთი მოადგილე ყოფილი გამგებლის მოადგილე ლაშა ბოლქვაძე ყავს.

ატენის ხეობაში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ატენის ხეობაში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

23 მაისი, 2018

ეროვნული სატყეოს სააგენტოს, შიდა ქართლის სატყეოს სამსახურის თანამშრომლებმა, გორში, ატენის ხეობაში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, უკანონოდ...

ახალი სტატიები