ირაკლი კობახიძე სენატორ რონ ჯონსონს შეხვდა

ირაკლი კობახიძე სენატორ რონ ჯონსონს შეხვდა
08 / 02 / 2018 20:44

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს აგრძელებს. ირაკლი კობახიძე შეხვედრებს დილიდან მართავს კონგრესსა და სენატში.

სენატორ რონ ჯონსონთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს.

საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ პროცესში მიღწეულ წარმატებებს. მხარეებმა, ასევე, ორ ქვეყანას სტრატეგიული პარტნიორობის, მათ შორის, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

სენატორმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების სრული მხარდაჭერა დაადასტურა.

„საქართველოს მიმართ ძალიან მეგობრული განწყობაა. ყველა შეხვედრაზე ხაზს ვუსვამთ, რომ გვჭირდება ძალიან მყარი და მუდმივი მხარდაჭერა, განსაკუთრებით, ნატოში გაწევრიანების კუთხით და ამ თვალსაზრისით, განწყობა არის ძალიან პოზიტიური. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრების მხრიდან ძალიან მყარი მხარდაჭერა გაგრძელდება“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა სპიკერის, პოლ რაიანის მიწვევით, ტრადიციულ საუზმეს (“National Prayer Breakfast”) დაესწრო.

„დღეს მონაწილეობა მივიღეთ ჩვენ ლოცვის შემდეგ საუზმეზე, სადაც პრეზიდენტმა ტრამპმა მიმართა მონაწილეებს. წარმოდგენილი იყო ამერიკის მეგობარი ქვეყნების პოლიტიკური ხელმძღვანელობა და იყო ძალიან საინტერესო ღონისძიება, სადაც გვქონდა ჩვენს მეგობრებთან კომუნიკაციის საშუალება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ​

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება