განმეორებითი ბრაკონიერობისთვის პირს შესაძლოა ცეცხლსასროლი იარაღი დროებით ჩამოერთვას

განმეორებითი ბრაკონიერობისთვის პირს შესაძლოა ცეცხლსასროლი იარაღი დროებით ჩამოერთვას

ნადირობის წესების დარღვევისას სანქციის სახით შემოღებული იქნება სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების გარკვეული ვადით ჩამორთმევა.

ცვლილებას „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია რეგისტრირებული. კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, ნადირობის წესების დარღვევა ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 300 ლარამდე გაიზრდება, ასევე დამრღვევს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება 1 წლის ვადით ჩამოერთმევა.

ნადირობის წესის დარღვევა ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე ნადირობისას გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და სანადირო ცეცლხსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით. თუ ეს ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, ჯარიმა 600 ლარამდე გაიზრდება, დამრღვევს კი, სანადირო ცეცლხსასროლი იარაღის ტარების უფლება 2 წლის ვადით ჩამოერთმევა.

ნადირობის წესების დარღვევა გარდა ზემოთ აღნიშნული დარღვევებისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ჩამორთმევის უფლებას 1 წლის ვადით. ამ ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 1 200 ლარი იქნება, დამრღვევს კი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება 2 წლის ვადით ჩამოერთმევა.

ნადირობა იმ იარაღით, საშუალებით ან მეთოდით, რომლითაც ნადირობა აკრძალულია, (გარდა გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესების დარღვევისა), გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას 2 წლის ვადით. ამ ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 3000 ლარი იქნება, დამრღვევს კი, სანადირო ცეცლხსასროლი იარაღი 3 წლის ვადით ჩამოერთმევა.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის ინიცირება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ბოლო დროს ბრაკონიერობამ შეიძინა მასშტაბური ხასიათი და არსებული სანქციები ვეღარ უზრუნველყოფენ შემაკავაბელ ეფექტს. ნადირობის წესების დარღვევისას სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების გარკვეული ვადით ჩამორთმევა კი, გარკვეულწილად შეასრულებს შემაკავებელ ეფექტს ბრაკონიერებისათვის. 

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები