მდინარაძე: სასამართლო გარკვეული დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს და კრიტიკაც უნდა აიტანოს

მდინარაძე: სასამართლო გარკვეული დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს და კრიტიკაც უნდა აიტანოს
09 / 02 / 2018 16:58

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დღეს თუ რომელიმე ინსტიტუტის ხშირი კრიტიკა ისმის და თუ ხელისუფლების რომელიმე შტოზე ფართომაშტაბიანი შეტევა მიმდინარეობს, ეს არის ქართული სასამართლო.

"რა ხდება რეალურად ამ სისტემაში, ამაზე პასუხი გასცა კვლევითი ცენტრის heritage foundation-ის გამოკვლევამ, რომელიც თავის მხრივ დაეყრდნო დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და მსოფლიო ბანკის პროფილურ კვლევებს. ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ქართული სასამართლო აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში პირველ ადგილს იკავებს ეფექტიანობის (დამოუკიდებლობის, პროცესის ხარისხის და კეთილსაიმედო გადაწყვეტილების მიღების ალბათობით), ხოლო ევროპის ქვეყნებს შორის საუკეთესო ოცეულში მე-18 ადგილზეა.

არსებობს სფეროები და წარმატებები, სადაც ნებისმიერი პოლიტიკოსის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის, ექსპერტის თუ მოქალაქის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, რადგან ამ სფეროს განვითარება ქვეყნის განვითარების უალტერნატივო ნიშანია.

რა თქმა უნდა სასამართლო გარკვეული დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს და კრიტიკაც უნდა აიტანოს, თუმცა, როდესაც ასეთი მონაცემები ქვეყნდება და წარმატებაც უდავოა, მგონია რომ ამისი აღიარებაც უნდა შევძლოთ რაც არ უნდა სუბიექტური ინტერესები გვამოძრავებდეს", - განაცხადა მდინარაძემ.
 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება