სააკაშვილი: მხოლოდ გიჟი თუ იფიქრებს, რომ მე ეფესბეს აგენტი ვარ!

სააკაშვილი: მხოლოდ გიჟი თუ იფიქრებს, რომ მე ეფესბეს აგენტი ვარ!
09 / 02 / 2018 17:00

პარტია "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ფრანგულ გამოცემასთან კიევში "Liberation" ინტერვიუში აცხადებს, რომ ყველა ის ბრალდება, რაც კი მის წინააღმდეგ უკრაინის სასამართლოებში გაჟღერდა, აბსურდული და უსაფუძვლოა.

- რამდენიმე კვირის განმავლობაში თქვენ ერთი სასამართლოდან მეორეში დაგატარებდნენ, რასაც ბოლო არ უჩანდა. როგორ ახსნით ამდენ დაგროვებულ ბრალდებებს?

"ყველამ იცის, თუ რამდენად აბსურდული და უსაფუძვლოა ეს ბრალდებები. პირველ რიგში ეს უკრაინის ხელისუფლების დილეტანტობის დემონსტრირებას ახდენს! მათ უნდოდათ გაფრთხილების გარეშე, უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის მეშვეობით მოვეშორებინე და სწორედ აქედან დაიწყეს შეცდომების დაშვება. ისინი ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ჩემთვის, როდესაც საზღვარზე გადასვლას ვცდილობდი.

ჩემს მომხრეებზე ახდენდნენ ზეწოლას, მიმართეს საპოლიციო ოპერაციებს, შემდეგ კი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დამდეს ბრალი... მხოლოდ გიჟი თუ იფიქრებს, რომ მე ეფესბეს აგენტი ვარ! მე ვარ ადამიანი, რომელიც უკვე ბევრი წელია, რაც პუტინს ებრძვის. ყოველ სასამართლო პროცესზე მოსამართლეები იგონებენ რაღაც მტკიცებულებებს და შლიან პროცედურებს. ეს აბსურდია: უკრაინა ცდილობს, თავი დააღწიოს რუსეთს, ხოლო ხელისუფლება რუსული მართლმსაჯულების იმიტაციას ახდენს! მე მჯერა, რომ უკრაინაში ეს მაინც არასდროს იმოქმედებს", - პასუხობს სააკაშვილი.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება