საკრებულოში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსების წესში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ

საკრებულოში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსების წესში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ
09 / 02 / 2018 17:34

თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. საკითხი დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა წარუდგინა, რის შემდეგაც განცხადებები საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა გააკეთეს.

მათი თქმით, თუ აქამდე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტები გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდებოდა, ცვლილებების მიღების შემდეგ რაიონული გამგეობები აღნიშნულ პროექტების ძირითად მიმართულებებს 100%-ით დააფინანსებს.

ამხანაგობებს მხოლოდ იმის ვალდებულება დაეკისრებათ, რომ გამგეობის მიერ დაფინანსებული პროექტის ღირებულების 10% შეაგროვონ და შემდგომში მათივე საჭიროებების შესაბამისად განკარგონ. ამასთანავე, დეპუტატების განმარტებით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, გამგეობაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, აღნიშნული ვალდებულებისგანაც გათავისუფლდებიან.

საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა წარმოდგენილი ცვლილებები დადებითად შეაფასეს. მათი თქმით, ცვლილებები თვითმმართველობის არსს, მმართველობით პროცესში მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართვას ემსახურება. ამასთანავე, მოსახლეობაში საერთო სარგებლობაში არსებული ფართების მოვლა-პატრონობის, პასუხისმგებლობის განცდის შექმნას ისახავს მიზნად.

საკრებულოს წევრების განმარტებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესში შესატანი ცვლილებები საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკების პრევენციასაც მოახდენს და სამუშაოების ხარისხსაც დახვეწავს.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება