შავგულიძე: არჩევნების დროს კრიმინალური ავტორიტეტები "ოცნების" შტაბებთან თანამშრომლობდნენ

შავგულიძე: არჩევნების დროს კრიმინალური ავტორიტეტები "ოცნების" შტაბებთან თანამშრომლობდნენ

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ არჩევნების დროს ხელისუფლება კრიმინალურ ავტორიტეტებს პარტიული ინტერესებისთვის იყენებდა.

როგორც შავგულიძემ "აიპრესთან" საუბრისას თქვა, ძალიან ბევრი საჩივარი იყო, რომ ეს კრიმინალები "ოცნების" ძალიან ბევრ შტაბთან თანამშრომლობდნენ. თუმცა, პოლიტიკოსი კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს. ამბობს, რომ გვარები არ ჩაუწერია, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ განცხადებას მთელი პასუხისმგებლობით აკეთებს.

"ზოგადად კრიმინალური სამყაროს მიმართ ლოიალური დამოკიდებულების გამოხატვა. ეს არ უნდა აგვერიოს ჰუმანიზმთან. ჰუმანიზმის მომხრე ყოველთვის ვარ, მაგრამ ლოიალობა არ უნდა იყოს მიმართული იქით, რომ კრიმინალური ავტორიტეტები და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ხელისუფლებამ გამოიყენოს პარტიული ინტერესებისთვის. ყველასთვის ცნობილია, რომ არჩევნებზე ხშირ შემთხვევაში ასეთ პირებზე დაყრდნობა ხდება. შესაბამისად კრიმინალური სამყარო უფრო თავისუფლად მოქმედებს და როცა ხელისუფლება თვითონ გვთავაზობს ქვეყნის მართვის აგრესიულ სტილს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების, მაშინ ეს აისახება საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ „აიპრესთან“ საუბრისას.

კითხვაზე, რომელი კრიმინალები გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული ინტერესებისთვის არჩევნების პერიოდში და თუ შეუძლია კონკრეტული გვარების დასახელება? - შავგულიძე ასე პასუხობს:

„ვმონაწილეობდი რამდენიმე არჩევნებში და ძალიან ბევრი იყო საჩივრები გამოთქმული სწორედ იმაზე, რომ კრიმინალური ავტორიტეტები პირდაპირ ხელისუფლების შტაბებთან თანამშრომლობდნენ და დიდ გავლენას ახდენდნენ არჩევნებზე.

რაც შეეხება კონკრეტულ გვარებს, სიმართლე გითხრათ, კონკრეტული გვარები და სახელები რომელ უბანზე ვინ რა თქვა, არ ჩამიწერია, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თბილისის ბევრ უბანში ეს იყო გამოყენებული.

ეს არის ერთი საკითხი, მეორეა თავად ძალადობრივი ფაქტები, რომელიც არჩევნების დროს დაფიქსირდა. ეს იყო კორცხელი ფაქტი თუ სხვა როდესაც თბილისიდან იყვნენ ჩაყვანილი სპორტსმენები. ზოგი სპორტსმენი არც იყო... მათ არჩევნების დროს იძალადეს პოლიტიკურ ლიდერებზე, ეს რომ არ გამოძიებულა ესეც არის კრიმინოგენური ვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. არათუ არ გამოძიებულა, არამედ წახალისებულებიც კი იქნენ. საზღვარგარეთ იყვნენ გაგზავნილი, პრემიები გამოეწერათ სამსახურის აქტივზე და ა.შ. როდესაც ხელისუფლება ნახულობს ამ სტილს, შემდეგ ეს ასახვას პოულობს საზოგადოებაშიც“, - გვითხრა შალვა შავგულიძემ.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები