წულუკიანი: ჩვენს მოქალაქეებს, ვინც არაკეთილსინდისიერად იქცევა შენგენის სივრცეში, სანქციები დაეკისრებათ

წულუკიანი: ჩვენს მოქალაქეებს, ვინც არაკეთილსინდისიერად იქცევა შენგენის სივრცეში, სანქციები დაეკისრებათ

"ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ვინც არაკეთილსინდისიერად იქცევა შენგენის სივრცეში, დავაკისროთ გარკვეული ტიპის სანქციები იმისთვის, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ჰქონდეს გადამარწმუნებელი ეფექტი და შევინარჩუნოთ ის დიდი წარმატება, რომელსაც ქვეყანა დიდი ძალისხმევის შედეგად მიაღწია", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი საგანგებო თათბირის შემდეგ განაცხადა.

"განვიხილეთ ის გამოწვევები, რასაც ჩვენი ქვეყანა აწყდება სხვადასხვა დასავლეთ ევროპულ ქვეყანაში, იმის გამო, რომ ჩვენი ზოგიერთი მოქალაქე, რომელიც შენგენის სივრცეში მიემგზავრება და მოძრაობს, არღვევს უვიზო რეჟიმის წესებს, რჩება იქ უფრო დიდი ხნით, ვიდრე ეს არის ნებადართული, ან ეწევა უკანონო საქმიანობას. ჩვენი ვალია, რომ ის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მიღწეული წარმატება, რასაც ჰქვია უვიზო რეჟიმი შენგენის სივრცესთან, დავიცვათ, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების გზით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საგანგებო თათბირი პრემიერმა დღეს გამართა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის გამოწვევებს ეხებოდა

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი": მზად ვართ "საქნახშირი" უსასყიდლოდ გადავცეთ სახელმწიფოს

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი": მზად ვართ "საქნახშირი" უსასყიდლოდ გადავცეთ სახელმწიფოს

5 საათის წინ

ამის შესახებ განცხადებას "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ავრცელებს. "როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, დღეს 04:50 საათზე ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, რომლის შედეგადაც 4 მეშახტე გარდაიცვალა, 6 კი...

ახალი სტატიები