რა ფუნქციები დაემატება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს

რა ფუნქციები დაემატება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს

პარლამენტმა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონპროექტზე დაიწყო მუშაობა, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფლებამოსილებების გაზრდას ითვალისწინებს.

კანონრპოექტის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ერთად, დაემატება უსაფრთხოების დაცვაც და ამ მიზნით სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა.

სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეო კამერების არსებობა გახდება სავალდებულო. ვიდეოკამერები სკოლის მთელ ტერიტორიას და გარე პერიმეტრს დაფარავს. აღჭურვის პროცესი ეტაპობრივად წარიმართება და საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლას მოიცავს. ვიდეოთვალთვალის სისტემის ადმინისტრირება მანდატურის უფლებამოსილებას წარმოადგენს.

მანდატურის სამსახურის უფლებამოსილებებს დაემატება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და სხვადასხვა პრევენცული ღონისძიებების დასაგეგმად თანამშრომლობა. ინფორმაციის მიმოცვლის წესს განათლების სამინისტრო შს სამინისტროსთან ერთად დაადგენს. შეიქმნება ელექტრონული საინფორმაციო ბაზა, რისი მეშვეობითაც შსს-ს ექნება წვდომა სკოლაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფრომაციაზე წვდომა.

მანდატურს ექნება მოზარდის შეყოვნების და მშობლისთვის და სამართალდარღვევის შემთხვევაში, პოლიციისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება, რაც კანონპროექტის ავტორების განმარტებით სკოლაში მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალებას და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელებს პრევენციას უზრუნველყოფს.

კანონპროექტით, შეყოვნების მექანიზმი გულისხმობს სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩამდენი მოსწავლის განცალკევებას, სკოლის ადმინისტრაციის თანდასწრებით. აღნიშნული მექანიზმი მანდატურის მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის ქმედებით საფრთხე ემუქრება სკოლის გამართულ ფუნქციონირებას, სასწავლო პროცესის უწყვეტობას, პირთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ასევე დგინდება, რომ მოსწავლის შეყოვნება დასაშვები იქნება მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გამოცხადებამდე, ხოლო შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში - სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის გამოცხადებამდე. თუმცა, მოსწავლის შეყოვნების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს.

გარდა ამისა, მანდატურის უფლებამოვალეობად განისაზღვრება კატასტროფის დროს (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მოსწავლეთა/სტუდენტთა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე და იქ მყოფი სხვა პირების დაცვა და მათი ევაკუაციისათვის ხელის შეწყობა, ასევე კატასტროფისათვის მზადყოფნის ღონისძიებების მომზადებაში, დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.

ასევე, მანდატურის უფლებამოვალეობა იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ღონისძიებების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.

მანდატურის სამსახურის ფუნქცია იქნება, ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა ფსიქოლოგიური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეების, სტუდენტების, პროფესიული სტუდენტებისა და მათი მშობლებისათვის/კანონიერი წარმომადგენლებისათვის, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ან/და მასწავლებლებისათვის; რესურსცენტრებში ან/და საჯარო სკოლებში დასაქმებული ფსიქოლოგების საქმიანობის კოორდინაცია და საინფორმაციო მხარდაჭერის აღმოჩენა.

გარდა მანდატურის სამსახურისათვის უფლებამოსილებების გაზრდისა, მათ მიმართ მოთხოვნებიც იზრდება.

კერძოდ, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მანდატური შეიძლება გახდეს ზოგადი განათლების მქონე პირი, კანონპროექტით კი, მანდატურსათვის უმაღლესი განათლება სავალდებულო გახდება.

სკოლის მანდატურის ასაკობრივი ქვედა ზღვარი აიწევს. მანდატურის სამსახურში მიღების ასაკი 20 წლის ნაცვლად 21 წელი იქნება.

მანდატურის მოსამზადებელ კურსთან მიმართებით დგინდება საკანონმდებლო მოთხოვნა, რომ იგი თეორიულ მომზადებასთან ერთად ფიზიკური მომზადებისა და პრაქტიკულ კომპონენტსაც უნდა მოიცავდეს.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. ცვლილებათა პაკეტი განათლებისა და შს სამინისტროების ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადდა. 

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები