წიკლაური: ივანიშვილს ყოველი შემდგომი არჩევნებისთვის მოსყიდული ჰყავს ოპოზიცია

წიკლაური: ივანიშვილს ყოველი შემდგომი არჩევნებისთვის მოსყიდული ჰყავს ოპოზიცია

"ეს არის რუსული სისტემა. არჩევნებით ივანიშვილი არ წავა".- ეს არის მთავარი, რაც დღეს მიხეილ სააკაშვილმა თქვა. თავი არ უნდა მოვიტყუოთ. დიქტატურა არ ატარებს ისეთ არჩევნებს, რომელშიც დამარცხდება", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში წერს. 

"არანაირი ცრუ არჩევნებით, კოორდინატორებით, ბუკლეტებით, პლაკატებით, დებატებით და ოლიგარქის თამაშის წესებით ჩვენს ქვეყანას ვერ დავიბრუნებთ. ყოველი შემდგომი არჩევნებისთვის მათ უკვე ჰყავთ მოსყიდული ოპოზიცია, რომელსაც დაეხმარებიან.

ივანიშვილის დიქტატურის დამარცხების ერთადერთი გზა არის წინააღმდეგობის სახალხო მოძრაობა, რომელიც უნდა შექმნას ნაციონალურმა მოძრაობამ. თუ, რა თქმა უნდა, გამარჯვება გვინდა." - წერს ნუგზარ წიკლაური facebook-ში.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები