მიხეილ სააკაშვილი: უკან წამიყვანეთ, მინდა, რომ უკრაინაში გამასამართლონ!

მიხეილ სააკაშვილი: უკან წამიყვანეთ, მინდა, რომ უკრაინაში გამასამართლონ!

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 12 თებერვალს პოლონეთში უკრაინიდან გააძევეს, ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ უკრაინაში დაბრუნებასა და იქაური სასამართლოს წინაშე წარსდგომას იმედოვნებს.

"როდესაც ადამიანს ბრალს სდებენ სახელმწიფო გადატრიალებაში, მას ქვეყნიდან არ აძევებენ. იმ ადამიანის ქვეყნიდან გაგდება, რომელსაც ბრალად ედება მძიმე დანაშაული, არ შეიძლება. გამასამართლებენ თუ არა? როგორ უნდა გამოვცხადდე სასამართლო სხდომებზე? უკან, უკრაინაში დამაბრუნეთ! მინდა, რომ უკრაინაში გამასამართლონ!", - აცხადებს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი კიევის რესტორანში დააკავეს და პოლონეთში გააძევეს, საიდანაც ის უკრაინაში უკანონოდ ჩავიდა. პოლონეთის მხარემ სააკაშვილი რეადმისიის წესით მიიღო.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები