ხობში, ყულევის ტერიტორიაზე მილიარდ დოლარიანი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება

ხობში, ყულევის ტერიტორიაზე მილიარდ დოლარიანი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება
13 / 02 / 2018 19:49

ხობის რაიონში, ყულევის ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ფოთის ადმინისტრაციულ შენობაში დღეს საჯარო განხილვა მოეწო. ქარხნის მშენებლობა- ექსპლუატაციის პროექტი, შეკრებილ საზოგადოებას შპს „ფაზის ოილმა“ წარუდგინა.

კომპანიის დირექტორის გია შავდიას თქმით, ყულევთან, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ევროსტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, საშუალო სიმძლავრის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს აშენება, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყება:

"ქარხნის წარმადობა გათვლილია 4 მლნ ტონა ნავთობის გადამუშავებაზე. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ნავთობის საშუალო წლიური მოპოვება დაახლოებით 70 ათასი ტონაა.აქედან გამომდინარე, ადგილზე მოპოვებული ნედლი ნავთობი ვერ დატვირთავს საპროექტო ქარხანას და იგი ძირითადად აქცენტირებული იქნება იმპორტირებული ნათობის გადამუშავებაზე . ქარხანა აწარმოებს „ევრო 5 „ სტანდარტის, ან მისი ეკვივალენტური, ან საქართველოს კანონმდებლობთ დადგენილი სტანდარტების მსუბუქი და საშუალო დისტილატებს და სხვა ნავთობპროდუქტებს.წარმოებული პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი შეღავათიან ფასებში რეალიზებული იქნება ადგილობრივ ბაზარზე.საქმიანობის ამ ეტაპზე ქარხნის ტერიტორიიდან ნედლი ნავთობის და წარმოებული პროდუქციის გადაზიდვა, გათვალისწინებულია სახმელეთო ტრანსპორტით“, - განაცხადა გია შავდიამ.

პროექტის ღირებულება მილიარდ დოლარს შეადგენ. ქარხნის მშენებლობაზე 600-700 ადამიანის დასაქმება იგეგმება.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება