რომან გოცირიძე: წელიწადნახევარში არ იქნება პოროშენკო და დაბრუნდება სააკაშვილი

რომან გოცირიძე: წელიწადნახევარში არ იქნება პოროშენკო და დაბრუნდება სააკაშვილი

"რაც გუშინ მოხდა, ეს არის პოროშენკოს მიერ ფაქტობრივად საკუთარი ხელით სამარის გამოთხრა", - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.

დეპუტატის თქმით, უკრაინაში წელიწადნახევარში არჩევნები გაიმართება და იქ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური საქმიანობას გააგრძელებს.

"დამთავრებულია პოროშენკოს რეჟიმი. წელიწადნახევარში იქნება არჩევნები და უკრაინის ხელისუფლებაში არ იქნება პოროშენკო, დაბრუნდება სააკაშვილი და გააგრძელებს ჩვეულებრივად პოლიტიკურ საქმიანობას. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება", - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, უკრაინის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს და რეადმისიის საშუალებით პოლონეთში გადაიყვანეს.

კილაძე: ნარკოპოლიტიკამ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესები უნდა დააბალანსოს

კილაძე: ნარკოპოლიტიკამ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესები უნდა დააბალანსოს

21 მაისი, 2018

ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. "უნდა შევეცადოთ ისეთი ნარკოპოლიტიკა გვქონდეს, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებს...

ახალი სტატიები