აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცებულია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცებულია
19 / 12 / 2016 17:42

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობა რიგგარეშე სხდომაზე 14 ხმით დამტკიცდა. სხდომას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე წარუძღვა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ საკანონმდებლო ორგანოს მინისტრობის კანდიდატები წარუდგინა, რის შემდეგაც დეპუტატებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეკითხვებით მიმართეს. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში 2 ახალი სახეა. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე. მინისტრთა პორტფელები შეინარჩუნეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ. აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი ბათუმის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. ამ დრომდე მას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. ინგა შამილიშვილი ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი. საგანმანათლებლო საქმიანობას ის 1993 წლიდან ეწეოდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი დღეიდან ზაალ მიქელაძეა. ის პროფესიით ექიმია და ბოლო რამდენიმე წელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კოორდინატორი იყო აჭარაში, მანამდე კი – სადაზღვევო კომპანია „იმედი-L“-ის სამედიცინო კოორდინატორი. უფრო ადრე ის ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერად მუშაობდა. აჭარის მთავრობაში სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრი ლაშა კომახიძეც ახალი სახეა. იგი თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის მოსვლის შემდეგ დაინიშნა. მანამდე ის გაეროს პროექტების კოორდინატორი იყო სოფლის მეურნეობის დარგში. უფრო ადრე კი, 1997 წლიდან 2000 წლამდე ლაშა კომახიძე ჯერ „საზღვაო ბანკის“ ანალიტიკური განყოფილების სპეციალისტი, შემდეგ საინვესტიციო განყოფილების უფროსი იყო. მუშაობდა აჭარის ხაზინის უფროსადაც. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა შეინარჩუნა ასევე ახალმა სახემ რამაზ ბოლქვაძემ. იგი მინისტრობამდე უწყებაში ძირითადად საბიუჯეტო საკითხებს კურირებდა. რამაზ ბოლქვაძე მნიშვნელოვანი პროგრამის ავტორია. აჭარის სახაზინო სამსახურის უფროსად მუშაობის დროს – 2004-2005 წლებში მან დანერგა პროგრამა, რომელმაც ამ სამსახურის მუშაობა უფრო მოქნილი გახადა. სახაზინო სამსახურის ახალი პროგრამით გამარტივდა მანამდე არსებული ბიუროკრატიული პროცესების გამო დროში გაწელილი ფინანსური ტრანზაქციების შესრულება. დასახელებული კანდიდატებიდან ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ოთხივეს მათგანს აქვს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის თქმით, მან საუკეთესო მენეჯერები შეარჩია.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება