აკაკი ზოიძე: საქართველოს მოსახლეობა იცხოვრებს უფრო მეტ ხანს

აკაკი ზოიძე: საქართველოს მოსახლეობა იცხოვრებს უფრო მეტ ხანს
21 / 12 / 2016 17:44

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვით მოსახლეობის ღარიბმა ფენამ ისარგებლა და შესაბამისად, მათ დანახარჯები შეუმცირდათ.

მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის მიზანია, სიცოცხლის საშუალო მაჩვენებლის ზრდა და მეტი ადამიანის დახმარება. მან აქვე დასძინა, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი საყოველთაო ჯანდაცვასთან დაკავშირებით მითებს ქმნის. "ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს, ჩვენს მედიაში 6 მითი შექმნა და მერე ტირაჟირება ხდება, როგორც ჭეშმარიტების, აქსიომის, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. შევეცდები, რამდენიმე მითი დავამსხვრიო, მითი პირველი, თითქოს მოსახლეობამ ვერ ისარგებლა ჯანდაცვით და გაიზარდა უთანასწორობა. პირიქით მოხდა ის, რომ შედარებით შეძლებულმა ე.წ საშუალო ფენამ, საქართველოს პირობებში რომელიც სწორედაც რომ ღარიბია, ისარგებლა ამ ჯანდაცვით და ამიტომ შეუმცირდა დანახარჯები. თუ არსებობდა ისეთი ადამიანები, ვინც საავადმყოფოში ვერ წვებოდა და სიკვდილისთვის იყო განწირული მსგავსი რამ აღარ მომხდარა. ის ათასობით ოპერაცია, რაც საყოველთაო ჯანდაცვით ჩატარდა, რეალურად ჩვენ, მყისიერ შედეგს ვერ მივიღებთ. მაგრამ გამოჩნდება 2-3 წელიწადში პირველი ინდიკატორი. ანუ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მაჩვენებლის ზრდა. ასევე ჯანმრთელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდა. ანუ ჩვენ ვიცხოვრებთ მეტს. მეტს ინვალიდობისგან და უნარშეზღუდულობისგან ნაკლებ წლებს. ეს არის საყოველთაო ჯანდაცვა და ვაპირებთ ეს შედეგი შევინარჩუნოთ,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება