ალექსანდრე ჯეჯელავა: 30 წელიწადში 18 მინისტრია განათლების სისტემაში შეცვლილი

ალექსანდრე ჯეჯელავა: 30 წელიწადში 18 მინისტრია განათლების სისტემაში შეცვლილი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიის წერილობითი ვერსია ორ სამ კვირაში გახდება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, სამინისტროს სამ ვადიანი სტრატეგია აქვს. "ერთი არის მოკლე ვადიანი, ანუ რაც შედეგს მოიტანს მომავალი წლის ბოლომდე, მეორე არის ის ღონისძიებები, რომელიც შედეგს მოიტანს 2018-2019 წლებში და მესამე  ჯგუფი ღონისძიებების არის, რაც შედეგს მოიტანს 2020 და შემდგომი წლების განმავლობაში. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, აუცილებელია, რომ უწყებამ მხოლოდ მოკლევადიანი ცვლილებები არ განახორციელოს. "განათლების სამინისტროს პრობლემა სხვადასხვა დროს სხვათაშორის ეს იყო, რომ ერთ საარჩევნო ვადაში ესწრება მხოლოდ მოკლევადიანი რაღაცების გაკეთება, ამიტომ ყველა თუ მარტო მოკლევადიანი ცვლილებები აკეთა გამოდის, რომ მინისტრები იცვლებიან... სტატისტიკაც ძალიან საინტერესოა, რომ 30 წელიწადში 18 მინისტრია შეცვლილი განათლების სისტემაში, გამოდის, რომ წელიწადი და სადღაც 7 თვე გამოვა საშუალო ვადა,ეს ისეთი სისტემაა ამ პერიოდში ბევრს ვერაფერს გააკეთებ, ამიტომ ისეთ ცვლილებებს უნდა ჩაუყარო საფუძველი, რომ შედეგ სხვა მინისტრებმა გააგრძელონ. ეს ადვილი არ არის, იმიტომ რომ ჩვენთან მოდაშია მოარყიო ის რაც მანამდე იყო, თუმცა მე დიდი იმედი მაქვს, ისეთი იქნება ეს ცვლილებები, რომ მერე გაგრძელდება და განვითარდება",-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.  
ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

21 მაისი, 2018

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმრივი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის...

ახალი სტატიები