ალექსანდრე ჯეჯელავა: მომავალ წელს ხელფასი მასწავლებელთა ნახევარს მოემატება

ალექსანდრე ჯეჯელავა: მომავალ წელს ხელფასი მასწავლებელთა ნახევარს მოემატება

განათლების მინისტრობის კანდიდატის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ბოლო ორ წელში ხელფასი ყველა მასწავლებელს მოემატა, ხოლო მომავალ წელს მასწავლებლების ნახევარს მოემატება.
მასწავლებელთა ხელფასთან დაკავშირებით პარლამენტში კითხვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სერგო რატიანმა დასვა. რატიანმა პრემიერმინისტრობის კანდიდატს გიორგი კვირიკაშვილს მიმართა, რომ მასწავლებლები მოატყუეს, როცა განაცხადეს, რომ მასწავლებლის ხელფასი 800 ლარი იქნება. აღნიშნულ კითხვაზე რატიანს ალექსანდრე ჯეჯელავამ გასცა პასუხი. "იმ მასწავლებლებს, რომლებზეც ასე შესტკივა გული ჩვენს ოპონენტს, 245 ლარიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში 405 ლარი გაუხდათ ხელფასი, ანუ თითქმის გაუორმაგდათ სრული განაკვეთის შემთხვევაში, ასევე განაკვეთის გაზრდის მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს, ანუ ფაქტიურად, მასწავლებლები რომლებსაც არანაირი ყურადღება ამ მხრივ არ ექცეოდათ დღეს ბევრი მიმართულებით, მათ შორის დიასპორისთვის სწავლების, თავისუფალი გაკვეთილების და სხვა მიმართულებით არის მნიშვნელოვანი გეგმები, რომ რაც შეიძლება მეტ მასწავლებელს შეევსოს განაკვეთები. მხოლოდ 10 000-ზე მეტს მაღალმთიან რეგიონში მომუშავე მასწავლებელს ემატება, ხოლო კვალიფიკაციის სქემით, კონკრეტულად, მომავალ წელს 20 000 მასწავლებელზე მეტს ემატება. მოტყუებაზე ბრალდება, რა თქმა უნდა, არა რეალურია, იმიტომ რომ მე პირადად, ბოლო 6 თვეში შევხვდი 13 000 მასწავლებელზე მეტს და თითოეულ მათგანთან შეხვედრაზე დავაფისქსირეთ, რომ საბაზო ხელფასის მომატებაზე არ იყო დაპირება და არ იყო საუბარი",-განაცხადა ჯეჯელავამ. სერგო რატიანი დაინტერესდა, რას ნიშნავს საშუალო 800 ხელფასი, რაზეც ჯეჯელავამ უპასუხა, რომ "საშუალო 800 ნიშნავს გასაშუალოებულს სხვადასხვა საფეხურებს შორის" "დამაცადეთ თუ შეიძლება საუბარი ...შესაბამისად, ჩვენი მასწავლებლების ერთ ნახევარს დაახლოებით გაუორმაგდა ხელფასი და მეორე ნახევარს დაახლოებით გაუოთხმაგდა დანარჩენი თქვენი არითმეტიკული შესაძლებლობებისთვის მიმინდია. ბოლო ორ წელიწადში ყველას მოემატა, მომავალ წელს მოემატება ნახევარს, არის ზუსტი არითმეტიკული პასუხი",-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. ცნობისათვის, რატიანმა განაცხადა, რომ საქართველოში მყოფი 60 000 მასწავლებლიდან 40 000 - ხელფასის ზრდას არ უნდა ელოდოს.
უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები