"ბათუმიდან და თბილისიდან თელავში ადგილობრივები და ტურისტები მატარებლით შეძლებენ ჩასვლას"

27 / 09 / 2016 11:36

"გურჯაანს ძალიან დიდი პოტენციალი და შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ განვითარდეს. უმუშევრობასთან ბრძოლა და ზოგადად დასაქმების პრობლემის მოგვარება, რაც სწრაფი ეკონომიკური განვითარების პარალელურად მოიაზრება, ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია, რაზეც ჩვენ აქცენტს მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვაკეთებთ სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით." - განაცხადა "ართული ოცნების" გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატმა  დავით სონღულაშვილმა.

"მაგალითად, სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო პროგრამების ამოქმედებით 2017 წლისთვის შეიქმნება 50 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. ეს პროგრამებია „აწარმოე საქართველოში“, „უმასპინძლე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ და სხვ. ამის გარდა, იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბებიც. შესაბამისად მომავალი წლისთვის მხოლოდ ამ პროექტების ფარგლებში შეიქმნება 40 ათასი ახალი სამუშაო ადგილი და პლუს ერთიანი ინფრასტრუქტურული სივრცე, მოგეხსენებათ ეკონომიკური განვითარების საფუძველი იქნება, რაც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების მდგრადობას. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს რეგიონს, კახეთს, აქ ბუნებრივია პრიორიტეტული მიმართულება სოფლის მეურნეობის განვითარება და ამ მიმართულებით ექსპორტის ხელშეწყობაა. თუმცა, მე ვისაუბრებ ტურიზმის განვითარების პერსპექტივაზე კახეთში. ჩვენ მთლიანად რეგიონის ერთიან ტურისტულ სივრცედ აღვიქვამთ და ტურიზმის განვითარებას კომპლექსურად ვუყურებთ. ამ მხრივ მუშაობა უკვე დაწყებულია და ბევრი პროექტი გაკეთებულია. თუმცა შემდეგი 4 წლის განმავლობაში უფრო მეტი გაკეთდება. მე შემიძლია სათითაოდ ჩამოგითვალოთ ის პროექტები, რაც იგეგმება ტურიზმის მიმართულებით კახეთში. ესენია: ფუნიკულორის მშენებლობა ცივის მთაზე თელავში, ახტალის კურორტის რეაბილიტაცია, რომელიც მიზიდულობის ცენტრი გახდება გამაჯანსაღებელი ტურიზმისათვის, გურჯაანში გაიმართება ღვინის საერთაშორისო მუდმივმოქმედი ფესტივალი, რომელიც ტრადიციულ სახეს მიიღებს, ჩვენ გვაქვს პროექტში რომ აღვადგინოთ ველისციხის ისტორიული ცენტრი, რომელსაც აქვს პოტენციალი ახალი ქალაქი მუზეუმი გახდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საოჯახო მარნების განვითარება, სადაც იქნება ექსკლუზიური ღვინოები, რომელიც არა მხოლოდ ტურიზმისთვის, ასევე სოფლის მეურნეობისთვის იქნება ახალი სიცოცხლის მიმცემი. და ბოლოს, რაც მთავარია და აკლია ახლა კახეთს, განვითარდება მცირე სასტუმროების და გესთჰაუსების ქსელი ღვინის გზის პარალელურად. მისი თქმით, ამ ყველაფრისთვის კი იქნება საჭირო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. "ალბათ უკვე იცით, იგეგმება თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ჩქაროსნული გზატკეცილი მშენებლობა 2018 წლისთვის, გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა თელავამდე ბაკურციხიდან, ასევე თუშეთის გზის რეაბილიტაცია, თელავის აეროპორტისა და ომალოს აეროდრომის აღდგენა, რაც ასევე მნიშვნელოვანია ტურიზმისთვის. და ბოლოს, ეს ყველაფერი დაგვირგვინდება კახეთის რკინიგზის ქსელის რებილიტაციითა და ეროვნულ ქსელში ჩართვით. ჩვენ მთელს საქართველოს დავუკავშირდებით და მოქალაქეს შეეძლება ბათუმიდან პირდაპირ თელავში მატარებლით ჩასვლა რამდენიმე საათში. სახელმწიფო პროექტები, სოფლის მეურნეობა და ტურმიზი არის დასაქმების მთავარი წყარო მომავალი 4 წლის განმავლობაში კახეთისთვის." - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება