ბათუმის ორ საჯარო სკოლაში აფხაზური ენის სწავლება დაიწყო

ბათუმის ორ საჯარო სკოლაში აფხაზური ენის სწავლება დაიწყო
01 / 02 / 2017 17:29

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გაითვალისწინეს სახალხო დამცველის წინადადება აჭარაში მსურველებისთვის აფხაზური ენის შემსწავლელი ჯგუფის (კლასების) გახსნის შესახებ და აჭარის ორ სკოლაში 2017 წლის იანვრიდან აფხაზური ენის სწავლება დაიწყო. სახალხო დამცველი დადებითად აფასებს ამ ფაქტს და აღნიშნავს, რომ ლინგვისტური მრავალფეროვნება საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია, ხოლო მისი დაცვასა და განვითარებას საქართველოს სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი. „მისასალმებელია, რომ შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი ოპერატიულად გამოეხმაურა ჩვენს წინადადებას და გაწია ყველა ის სამუშაო, რითაც აჭარაში მცხოვრებ აფხაზებს, შესაძლებლობა მიეცათ, სკოლებში შეისწავლონ აფხაზური ენა. ამ საკითხის  დადებითად გადაწყვეტაში განსაკუთრებით უნდა გამოიყოს შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ბატონ პეტრე კანკავასა და აჭარაში მცხოვრები აფხაზური თემის წარმომადგენლის, საქართველოს პარლამენტის წევრის ქალბატონ სვეტლანა კუდბას დიდი წვლილი“ - აღნიშნა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა. საქართველოს სახალხო დამცველი დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსების უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საკითხებს. გასულ წლებში სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლები არაერთხელ შეხვდნენ აჭარაში მცხოვრებ აფხაზებს და შეისწავლეს თემის საჭიროებები, რომელთა შორისაც ერთ-ერთი აქტუალური იყო მშობლიური ენის შესწავლის საკითხი.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება