ციხელაშვილი: ვიზალიბერალიზაციის სარგებელი ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ აფხაზებისა და ოსებისთვისაც

ციხელაშვილი: ვიზალიბერალიზაციის სარგებელი ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ აფხაზებისა და ოსებისთვისაც
02 / 02 / 2017 12:14

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. მისი თქმით, ყველა სარგებელი, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატებიდან გამომდინარეობს, ხელმისაწვდომი უნდა იყოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებელბისათვის. „უვიზო გადაადგილების შესაძლებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე კონკრეტული სარგებელია, რომლითაც საქართველოს თითოეული მოქალაქე ისარგებლებს. რა თქმა უნდა ჩვენი ამოცანა გახლავთ, ამოქმედდებისთანავე მაქსიმალურად მარტივად, რის შესაძლებლობასაც პროცედურები იძლევა, ეს სარგებელი გავხადოთ აფხაზებისა და ოსებისათვის. ეს არა მხოლოდ მოგზაურობის შესაძლებლობას ჰქმნის, არამედ ძალიან ბევრ სხვა თანამდევ სარგებელსაც. ვფიქრობ, აუცილებლად იქნება ძალიან მიმზიდველი და საინტერესო წინადადება“, - აღნინა ქეთევან ციხელაშვილმა. ციხელაშვილის განცხადებით, უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა იხსნება საქართველოს მოქალაქის პასპორტის მქონე ყველა პირისათვის. შესაბამისად, ამოცანაა, რომ ეს პასპორტი როგორც გეოგრაფიულად, ისე პროცედურულად, ადვილად ხელმისაწვდომი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის. „რა თქმა უნდა ვაპირებთ კამპანიას. ამის შესახებ დარწმუნებული ვარ, ინფორმაცია ისედაც ვრცელდება ორივე რეგიონში, თუმცა ცხადია, ჩვენი ამოცანაა, მათთვის გასაგებ ენაზე კიდევ უფრო მარტივად აღსაქმელი გავხადოთ მათ შორის პროცედურული დეტალები“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება