დავით ბაქრაძე : უახლოეს დღეებში მივიღებთ განცხადებას, რომელსაც ოპტიმისტურად ველოდებით

დავით ბაქრაძე : უახლოეს დღეებში მივიღებთ განცხადებას, რომელსაც ოპტიმისტურად ველოდებით

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის მინისტრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციაზე საქართველო უახლოეს დღეებში მიიღებს მოხსენებას, რომლსაც ოპტიმიზმით ელოდება. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მინისტრმა "ქრონიკის" ეთერში ისაუბრა. "ერთმნიშვნელოვნად ეს საკითხი და გამოცხადების ვადის განსაზღვრა სხვა თარიღით არანაირად არ უკავშირდება საქართველოს, არ უკავშირდება საქართველოსთან დაკავშირებით დაგეგმილ მოხსენებას და რა საკვირველია, ჩვენ უახლოეს დღეებში მივიღებთ იმ განცხადებას, რომელსაც ასე ოპტიმისტურად ველოდებით, რომლის თაობაზეც ჯერ კიდევ მაისის თვეში გაკეთებულ მესამე მოხსენებაში განისაზღვრა, რომ წლის ბოლომდე ანუ დეკემბრის თვის ბოლომდე მოხდება მოხსენების გამოქვეყნება. ბოლო პერიოდში გარკვეულწილად შევთანხმდით, რომ ეს თარიღი იქნებოდა 15 დეკემბერი, თუმცა გარკვეული ტექნიკური საკითხების გამო, თარიღი გადაიდება რამდენიმე დღით",-განაცხადა დავით ბაქრაძემ. დავით ბაქრაძემ იმ ტექნიკურ დეტალებზეც ისაუბრა, რომლის გამოც ანგარიშის გამოქვეყნების თარიღი გადაიდო. მისივე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე განისაზღვრა, რომ ანგარიში საქართველოსა და უკრაინისთვის ერთდროულად გამოქვეყნდებოდა. მისივე განმარტებით, სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობამ სრულად შეასრულა. "ბმის ფაქტორი გამომდინარეობს იქიდან, რომ აღმოსავლეთ პარტნირობის სამიტზე როდესაც მესამე მოხსენება იქნა მიღებული, მაშინ განისაზღვრა ორივე ქვეყნისთვის, რომ გამოცხადების თარიღი იქნებოდა დეკემბრის არაუგვიანეს მიმდინარე წლის ბოლო, ამიტომ მხოლოდ თარიღი არის ის რაც გვაერთიანებს, გამომდინარე იქიდან რომ ეს არის განსხვავებული დოკუმენტები, განსხვავებული შესრულების ხარისხი და ეს იქნება განსხვავებული მოხსენება, როგორი იქნება ამას რამდენიმე დღეში გავიგებთ, გვაქვს სრული რწმენა და მას იზიარებს და გვაძლევს ამის საფუძველს მათ შორის ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, რომ იქნება ძალიან პოზიტიური",-განაცხადა დავით ბაქრაძემ. მინისტრის თქმით უვიზო მიმოსვლა არ გულისხმობს მუშაობისა და გრძელვადიანი სწავლის უფლებას, თუმცა ამ მიმართულებით ვიზის აღება უფრო გამარტივებული იქნება. ეს იქნება დასკვნა, რომელიც მისცემს საშუალებას ევროკომისიას რომ შესაბამისი ინიციატივით მიმართოს ევროპის პარლამენტს, ევროკავშირის საბჭოს, ეს ორი უწყება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ამ საკითხს პოლიტიკურ დონეზე განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. უვიზო მიმოსვლა გულისხმობს 90 დღის განმავლობაში ეს იქნება გადაბმით თუ შეჯმებით 180 დღიდან საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზოდ მიმოსვლას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ეს არ გულიხმობს მუშაობის უფლებას, გრძელვადიანი სწავლის უფლებას, მაგრამ ამ მიმართულებითაც ის რომ ვიზის აღების ვალდებულება რჩება, ეს იქნება ბევრად გამარტივებული, რადგანაც აქ უკვე ჩვენ ვხდავთ, რომ ევროკავშირის პოლიტიკა ისეთ ქვეყნებთან დაკავშირებით, როგორიც საქართველოა, სამეზობლო პოლიტიკას ვგულისხმობ, არის ბერვად უფრო მეტად მოტივირებული, რომ წაახალისოს განსაკუთღებით ახალგაზრდების სწავლა, დასაქმების პროცესები და უზრუნველყოს მდგრადი განვითარებ სამეზობლო ქვეყნებში",-განაცხადა დავით ბაქრაძემ.  
"ქართულმა ოცნებამ" მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა

14 ივნისი, 2018

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პრემიერმინისტრობის კანდიდატი ფინანსთა ყოფილი მინისტრი მამუკა ბახტაძე იქნება. მამუკა ბახტაძე დაიბადა1982 წელს, თბილისში. მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და...

ახალი სტატიები