დავით ჯანდიერი: პაატა ბურჭულაძეს პარტიაში ხელფასი არ აქვს

დავით ჯანდიერი: პაატა ბურჭულაძეს პარტიაში ხელფასი არ აქვს

  • 28 სექტემბერი, 2016
  • 18:47
  • ადმინისტრატორი
„სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრი დავით ჯანდიერი ირწმუნება, რომ პაატა ბურჭულაძეს პარტიაში ხელფასი არ აქვს.
„თქვეს, რომ თითქოს პაატა ბურჭულაძეს 60 ათასი ლარი აქვს ხელფასი. მას საერთოდ არ აქვს ხელფასი პარტიაში. საინტერესოა, იმ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ დეზინფორმაციას ავრცელებენ, საერთოდ იციან თუ არა ის ჰონორარები რომელიც მას ჰქონდა სხვადასხვა თეატრებში, რომელიც ასობით ათას ევროს და დოლარს წარმოადგენდა. ნამდვილად, აბსურდია იმის მტკიცება, რომ თითქოს რაღაც ფინანსურ ინტერესებზე იყოს საუბარი“, - აღნიშნა დავით ჯანდიერმა „რუსთავი 2“-ის ეთერში. ცნობისთვის, „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძის შემოსავალი ბლოკიდან თვეში 60 000 ლარია. ამასთან, ჯაფარიძე დასძენს, რომ პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში ფულის შოვნის მიზნით მოვიდა.
ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

17 ივლისი, 2018

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის...

ახალი სტატიები