დიმიტრი ქუმსიშვილი: ლატვიასთან პოლიტიკური ურთიერთობები ციფრებში უნდა გამოვხატოთ

დიმიტრი ქუმსიშვილი: ლატვიასთან პოლიტიკური ურთიერთობები ციფრებში უნდა გამოვხატოთ

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სასტუმრ რედსონ ბლუ ივერიაში ლატვიის ეკონომიკის მინისტრს დანა რიეზნიცე-ოზოლას ხვდება.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, 2009 წლის შემდეგ ეს არის მეორე ეკონომიკური კომისია, სადაც საკითხების ძალიან ფართო სპექტრს განიხილავენ, პრიორიტეტული საკითხებია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდა და ისეთი გადაწყვტილებების მიღება, რომელიც ორი ქვეყნის კერძო სექტორს დაეხმარება. "ჩვენთვის ლატვია არის ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი, ეს არის ქვეყანა, რომელიც ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის ნაწილში და ამჟამად ვიზალიბერალიზაციის ნაწილში საქართველოს მაქსიმალურად უჭერდა და უჭერს მხარს.ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები. ჩვენი ამოცანაა რომ ლატვიასთან პოლიტიკური ურთიერთობები ციფრებში გამოვხატოთ და მეტი ბენეფიტი მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას",-განაცხადა ქუმშიშვილმა.
უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები