ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის რამდენიმე სოფელი დაზარალდა

ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის რამდენიმე სოფელი დაზარალდა
15 / 09 / 2016 12:36

ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში წაიქცა ხეები და დაზიანდა ელექტროენეერგიის ბოძები, რის შედეგადაც მოსახლეობას ელექტროენერგია შეუწყდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "აიპრესთან" ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კარლო ჯამბურიამ ისაუბრა. "ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაზიანებულია აფენის თემის, ლელიანის თემის, არეშფერანის თემისა და გიორგეთის თემის სოფლები. ასევე ახლახანს მივიღეთ ინფორმაცია, რომ ნინიგორის თემშიც არის სახლი დაზიანებული. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოჯახები თავშესაფრის გარეშე არიან დარჩენილები არის დეზინფორმაცია. სიტუაცია არის ასეთი, დიდი სახლის გვერდზე არის აშენებული პატარა საცხოვრისი ,რომელიც არის დაზიანებული. ხოლო ძირითად სახლში საძინებლებიც არის და იქ ღამის გათევაც და ცხოვრებაც შესაძლებელია. სტიქიის შედეგად სულ 20-ამდე სახლია დაზიანული. ჩვენი კომისია დადის და ითვლის ზარალს. დათვლის შემდეგ შევეცდებით მოქალაქეებს დავეხმაროთ. რაც შეეეხება ელექტროენერგიას, რამდენიმე ხე წაიქცა და დაეცა ელექტროსადენებს. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და დღის ბოლომდე სრული მასშტაბით მოხდება ელექტროენერგიის აღდგენა. ხოლო გაზის მილი, რომელიც დაზიანდა, მოსახლეობას არ ეხება. ეს არის კერძო მეწარმის მილი და ის თვითონ მიხედავს პრობლემას".- განაცხადა :აიპრესთან" საუბრისას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კარლო ჯამბურიამ. ზარალის ოდენობაზე ინფორმაცია დაახლოებით ორ დღეში იქნება ცნობილი. ავტორი: ნათია ჩხაიძე

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება