ჯეჯელავა: 2017 წლის სექტემბრიდან ბავშვებს უფრო მსუბუქი ჩანთები ექნებათ

ჯეჯელავა: 2017 წლის სექტემბრიდან ბავშვებს უფრო მსუბუქი ჩანთები ექნებათ

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს.
როგორც ჯეჯელავა ამბობს, ხშირია კითხვები მოსწავლეების მძიმე სასკოლო ჩანთებზე. მისი თქმით, 2017 წლის სექტემბრიდან მოსწავლეების სასკოლო ჩანთები შემსუბუქდება, მიმდინარეობს სამუშაო რვეულებებისა და სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება. "სერიოზული პრობლემაა, რომ ჩვენი გვაქვს ძალიან ბევრი, დიდი და საკმაოდ მძიმე წიგნები, რომლებიც ყოველდღიურად დააქვთ მოსწავლეებს, დააქვთ რვეულიც, ხან წყლის ბოთლიც და ასე შემდეგ, ადრე ამ თემაზე აქცენტი არ გაკეთებულა, ახლა სახელმძღვანელოების და სამუშაო რვეულების გრიფირება ხდება პირდაპირ ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციით შევზღუდეთ ჩანთის ჯამური წონა. სექტემბრიდან ჯერ ისევ ძველი სახელმძღვანელოები იქნება, თუმცა მომავალ სექტემბერში, ბავშვებს უფრო მსუბუქი ჩანთები ექნებათ", - განაცხადა ჯეჯელავამ.
უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები