ჯეჯელავა: მომავალ წელს უფრო ნაკლები არასრულგანაკვეთიანი მასწავლებელი გვეყოლება

ჯეჯელავა: მომავალ წელს უფრო ნაკლები არასრულგანაკვეთიანი მასწავლებელი გვეყოლება
15 / 11 / 2016 18:17

მასწავლებლებს ხელფასი 800 ლარამდე გაეზრდებათ, თუმცა ამ ანაზღაურებას მხოლოდ ის პედაგოგები მიიღებენ, რომლებიც სრულ განაკვეთზე მუშაობენ. "აიპრესის" კითხვაზე ხომ არ იგეგმება საათების დეფიციტის პრობლემის მოსახნელად უცხოური პრაქტიკის დანერგვა, როცა რამდენიმე საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლის, ჯეჯელავა ამბობს, რომ ეს საათების შესავსებად შესაძლოა კარგი აზრია, თუმცა ამ ეტაპზე ამ გადაწყვეტილების მიღებას არ გეგმავენ. როგორც ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, საათების დეფიციტის პრობლემა რეალურად სკოლებში არის, თუმცა მინისტრი ამბობს, რომ ბოლო წლებში მოსწავლეთა რაოდენობა იზრდება და საათების დეფიციტიც პრობლემაც მოიხსნება. მისივე თქმით, ამ პრობლემის მოგვარებას დაეხმარება ასევე მშობლებთან, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან  მუშაობის საათები, მენტორობის სისტემის აღდგენა და თავისუფალი გაკვეთილები. "ჩვენთანაც იყო მცდელობა, მე-5 კლასში, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა არის ერთად და ისე აპროტესტებენ ამას მასწავლებლები, რომ თავს იკლავენ და მათი აზრი უნდა გავითვალისწინოთ. ერთი მხრივ დაკომპლექტება თითქოს კარგი აზრია, რომ საათები შევავსოთ, მეორე მხრივ შინაარსობრივად არ უნდა დაირღვეს, მთავარია ისეთი დაკომპლექტება იყოს, სადაც ბავშვი არ დაზარალება და მე მგონია, რომ ამ ეტაპზე მაგ გადაწყვეტილებას, რომ რაიმე დავაკომპლექტოთ არ მივიღებთ, მიუხედავად იმისა, რომ საათების დეფიციტი სკოლებში არის. მოგეხსენებათ, რომ მოსწავლეების რაოდენობა ქართულ სკოლებში პრაქტიკულად განახევრდა 1997 წლიდან დაიწყო ძალიან სწრაფი შემცირება პირველ კლასელების რაოდენობის და ეს პროცესი გაგრძელდა 2011 წალმდე. ეს მიჰყვება ჩვენს დემოგრაფიას, საქსტატის ინფორმაციაა. 2012-13 წლიდან დაიწყო პირველკლასელების მატება. შესაბამისად, შუალედში, როცა ყველაზე ცოტა მოსწავლეა სკოლაში, გამოდის, რომ კლასი არის ცოტა და დაუტვირთავი მასწავლებლის სიტუაცია შეიქმნა სწორედ ამიტომ. ბოლო წლების გამავლობაში ეს რაოდენობა სწრაფად იზრდება, წელს და შარშან პირველ კლასელი მიიღეს უფრო მეტი, ვიდრე მანამდე, მომავალ წელსაც მნიშვნელოვან ზრდას ველოდებით.  ეს ნიშნავს კლასების ზრდას და შესაბამისად მასწავლებელთა სააათების ზრდას. საათების დეფიციტი ნაწილობრივ დემოგრაფიასთან ერთად შემცირდება. მომავალ წელს უფრო მეტი სრულად დატვირთული პედაგოგი გვეყოლება. ამის გარდა, ჩვენ ვაპირებთ, რომ ხელოვნურად დავეხმაროთ საათების გაბევრებას სკოლებში. მაგალითად მშობლებთან მუშაობის საათებით, ეს იქნება ზუსტად მცდელობა მასწავლებელს ჰქონდეს საშუალება დაიმატოს რამდენიმე საათი და გაატაროს მშობლებთან მუშაობაში. მეორე მაგალითია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს არ ჰყოფნით ხშირ შემთხვევაში ის საათები რაც არის სტაბდარტული საგნის შესასწავლად, აქაც მასწავლებლებს, ვინც აირჩევენ, ესეც ნებაყოფლობითი იქნება, რომ მეტი საათი იმუშაონ სპეციალური საჭროების მქონე ბავშვებთან. ამის გარდა გამოცხადდა კონკურსი დიასპორისთვის საქართველოს ლიტერატურისა და ისტორიის დისტანციური სწავლების მიმართულებით, თავიდან მცირე რაოდენომა იქნება, მაგრამ იმედი გვაქვს რომ წლების განმავლობაში დისტანციური სწავლის საათებიც მომრავლდება. ასევე მენტორობა, ანუ ახალგაზრდა მასწავლებლების დახმარება, რომ სისტემაში შემოვიდნენ, ესეც იქნება საათების წყარო. კიდევ ერთი წყარო იქნება თავისუფალი გაკვეთილები, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტშია უკვე ასახული. ეს იქნება გახანგრძლივებული, ოღონდ უფასო და ესე იქნება დამატებითი საათები. ასე რომ მომავალ წელს უფრო ნაკლები არასრულგანაკვეთიანი მასწავლებელი გვეყოლება და ამის შემდეგ კიდევ უფრო ნაკლები, თანდათან ამ პრობლემას მოვაგვარებთ",-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება