ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა
10 / 11 / 2016 14:10

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ დამახსოვრებაზე ორიენტირებულ სისტემას მთელს მსოფლიოში აზროვნებაზე ორიენტირებული ცვლის. როგორც მან 2030-ის ეთერში განაცხადა, აუცილებელი არ არის ბავშვებმა ქიმიური ელემენტების მოლური მასები და მდინარის შენაკადების რაოდენობა დაიმახსოვრონ. "ძველად თუ მნიშნელოვანი იყო რომელიც წლის რომელ დღეს დაიბადა პასკალი, ახლა უკვე მნიშვნელოვანია რა განსხვავებებია პასკალსა და ნიუტონს შორის, პირობითად. სააზროვნო ამოცანა უფრო აქტუალურია დღეს და სამეხსიერებო ამოცანა იყო უფრო აქტუალური. მე როგორც კი საზეპიროებზე ვთქვი, მაინცდამაინც გალაკტიონი, ვეფხისტყაოსანი და ჰაგიოგრაფია გაახსენდა ხალხს და ქიმიური ელემენტების მოლურ მასებს რატომ ვამახსოვრებინებთ ბავშვებს, ან მდინარის შენაკადების რაოდენობას და სახელებს რატომ ვამახსოვრებინებთ, ამაზეა საუბარი. ჩვენ გვაქვს საშუალება, მე მჯერა, რომ მეხსიერებას ცოტათი მოვაკლოთ, კი არ გავაუქმოთ და ავკრძალოთ, ცოტა მოვაკლოთ და ეს ცოტა მივუმატოთ აზროვნებას, ანალიტიკას და დასკვნების გაკეთებას"-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მისივე თქმით, არ მიიჩნევს, რომ ბავშვმა არ უნდა ისწავლოს საზეპიროები, ჯეჯელავა ამბობს, რომ მოსწავლემ საზეპირო ზომიერად უნდა ისწავლოს. "ბალანსი, ეს როგორი თემაა იცით? რატომ არ უნდა ჭამოს ბავშვმა ბოსტნეული? როგორ არ უნდა ჭამოს, ოღონდ დაბალანსებული დიეტა სჭირდება. ჩვენს ტვინსაც სჭირდება დაბალანსებული დიეტა, ახლანდელ ტვინს სჭირდება ცოტა უფრო ნაკლები საზეპირო და ცოტა უფრო მეტი სააზროვნო. აი ახლა რომ აირჩიეს დონალდ ტრამპი და პირველი კითხვა დამისვით, რას ვფიქრობ ამაზე, საზეპირო არ გამომადგება, ასეთი ადრე არ ყოფილა, ვერაფერს ვერ მასწავლიან და სწრაფად უნდა ვაზროვნებდე რომ თქვენ გაგცეთ პასუხი, მეც და ყველა. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ საზეპირო იქნება, ლექსსაც ვასწავლით, სიმღერასაც, ჰაგიოგრაფიიდან მნიშვნელოვან ადგილებსაც, ოღონდ თუ ეს არის სკოლა და გამოცდაზე თუ ამას ვტესტავთ, მაშინ ის ბავშვი შეიძლება ცხოვრებისთვის მზად არ იყოს და არჩევნებზე მერე პოლიტიკოსები ზოგი რას რომ ეუბნება და ზოგი რას, როგორ გამოიტანოს მტყუან-მართალი,ამას საზეპირო ხომ არ უშველის",-განაცხადა ჯეჯელავამ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება